EasyManua.ls Logo

AENO EK1S - Page 75

AENO EK1S
164 pages
Print Icon
To Next Page IconTo Next Page
To Next Page IconTo Next Page
To Previous Page IconTo Previous Page
To Previous Page IconTo Previous Page
Loading...
aeno.com/documents 75
ჩართეთ AENO-საპლიკაცია და შედით თქვენს ანგარიშში. ან ჩამოტვირთეთ
მობილური აპლიკაცია Google Play-დან ან App Store-დან და დარეგისტრირდით
ახალი ანგარიშის შექმნით.
აპლიკაციის მთავარ ეკრანზე შეეხეთ „+“-ს ან „მოწყობილობის დამატებას“. გახსნილ
ფანჯარაში აირჩიეთ კატეგორია "ჩაიდანი".
შენიშვნა: როდესაც გამოჩნდება სისტემის მოთხოვნები თქვენს სმარტფონზე
დამატებითი ფუნქციის გააქტიურების მიზნით, მიჰყევით მათში მითითებულ
რეკომენდაციებს.
შეიყვანეთ თქვენი Wi-Fi ქსელის დასახელება და პაროლი, თუ ველები
ავტომატურად არ არის შევსებული და დააჭირეთ ღილაკს – "შემდეგი".
დააჭირეთ და ხანგრძლივად გააჩერეთ "ჩართვა/გამორთვის" ღილაკს (7), სანამ არ
გაიგებთ სიგნალს და "40 °C" ინდიკატორი არ აციმციმდება.
აპლიკაციაში ეკრანზე "დაკავშირების ინსტრუქციები", მონიშნეთ ველი
"ინდიკატორი ციმციმებს". დააჭირეთ ღილაკს – "შემდეგი".
დაელოდეთ შეტყობინებას "მოწყობილობა წარმატებით დაემატა".
დარწმუნდით, რომ "40 °C" ინდიკატორმა შეწყვიტა ციმციმი.
თუ დაკავშირება ვერ ხერხდება, დარწმუნდით, რომ მოწყობილობა დაკავშირებულია
დენის წყაროსთან და ჩართულია, შეამოწმეთ Wi-Fi როუტერის პარამეტრები ბმულზე
aeno.com/router-help. ამოიღეთ ჩაიდანი სადგამიდან, დააბრუნეთ მასზე და
შემდეგ გაიმეორეთ დაკავშირების პროცესი.
შენიშვნა: მოწყობილობის კონტროლი ასევე შესაძლებელია ხმოვანი ასისტენტების
საშუალებით. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ინსტრუქციებში ბმულზე,
aeno.com/documents.
ტექნიკური მოვლა და გაწმენდა ნალექისგან
ყურადღება! ჩაიდნის გაწმენდამდე, გამორთეთ იგი დენის კაბელის გამორთვით
როზეტიდან და გააცივეთ.