EasyManua.ls Logo

Electrolux LFT769X - Page 134

Electrolux LFT769X
Print Icon
To Next Page IconTo Next Page
To Next Page IconTo Next Page
To Previous Page IconTo Previous Page
To Previous Page IconTo Previous Page
Loading...
რეკომენდებულია, გამწოვი ხუფი
ჩართული დატოვოთ საჭმლის
მომზადების შემდეგ დაახლოებით
15 წუთის განმავლობაში.
მართვის პანელი სენსორის ველია.
ფუნქციის გასააქტიურებლად 1 წამით
შეეხეთ სიმბოლოებს.
გამწოვი ხუფი რომ ამუშაოთ, :
1. ჩართეთ მოწყობილობა სიმბოლოზე
დაჭერით.
ახლა შეგიძლიათ ფუნქციების
გააქტიურება.
2. ფუნქციის გასააქტიურებლად შეეხეთ
სიმბოლოს.
გამწოვი ხუფების განათება გამწოვი
ხუფების სხვა ფუნქციებისგან
დამოუკიდებლად მუშაობს. საკვების
მოსამზადებელი ზედაპირის
გასანათებლად, შეეხეთ .
მოწყობილობის გამოსართავად ხელახლა
დააჭირეთ სიმბოლოს.
Hob²Hood ფუნქცია 6.2
ეს არის ავტომატური ფუნქცია, რომელიც
სახურავს გამწოვ ხუფთან აკავშირებს.
როგორც სახურავს, ისე გამწოვ ხუფს, აქვს
ინფრაწითელი სიგნალის გადამცემი.
ვენტილატორის სიჩქარე ავტომატურად
განისაზღვრება რეჟიმის პარამეტრისა და
სახურავზე მდგარი ყველაზე ცხელი
ჭურჭლის ტემპერატურის საფუძველზე.
ვენტილატორის მუშაობა, ასევე,
შეგიძლიათ სახურავის მექანიკურად
გამოყენებით. ფუნქციის გააქტიურება
შესაძლებელია სახურავის პანელიდან.
ფუნქციის გამოყენების შესახებ
დამატებითი ინფორმაციისთვის
გაეცანით სახურავის მომხმარებლის
სახელმძღვანელოს.
6.3 ძრავის მაქსიმალური სიჩქარის
გააქტიურება
როცა შეხებით ირჩევთ -ს, ძრავის
მაქსიმალური სიჩქარე იწყებს მუშაობას
8 წუთის განმავლობაში. ამ დროის შემდეგ
მოწყობილობა უბრუნდება სიჩქარის
ადრინდელ პარამეტრებს.
როცა ფუნქცია ჩართულია, -ს რომ
დამატებით შეეხოთ, ეფექტი არ
ექნება.
6.4 ფილტრის შეტყობინება
ფილტრის სიგნალი შეგახსენებთ როგორც
ნახშირის ფილტრის შეცვლისა თუ
გაწმენდის, ისე ცხიმის ფილტრის
გასუფთავების შესახებ. ფილტრის
ინდიკატორი
ინთება 30 წამის
განმავლობაში, თუ ცხიმის ფილტრი
გასაწმენდია. ფილტრის ინდიკატორი
ციმციმებს 30 წამის განმავლობაში, თუ
ნახშირის ფილტრი გამოსაცვლელია ან
გასაწმენდია.
იხილეთ „ცხიმის ფილტრის
გაწმენდა“ თავში „მოვლა და
დასუფთავება“.
იხილეთ „ნახშირის ფილტრის
გაწმენდა ან ნახშირის ფილტრის
გამოცვლა“ თავში „მოვლა და
დასუფთავება“.
ფუნქციის გადასატვირთად შეეხეთ -ს
3 წამის განმავლობაში.
ფუნქციის აქტივაციისთვის ან
დეაქტივაციისთვის:
1. ჩართეთ მართვის პანელი.
2. დარწმუნდით, რომ ხატულები
თეთრად ანთია.
3. ფუნქციის გასააქტიურებლად შეეხეთ
3 წამის განმავლობაში.
თუ ფუნქცია გააქტიურებულია,
ფილტრის ხატულა ციმციმებს
ხუთჯერ.
134

Table of Contents

Related product manuals