EasyManua.ls Logo

Electrolux LFT769X - მოვლა და დასუფთავება

Electrolux LFT769X
Print Icon
To Next Page IconTo Next Page
To Next Page IconTo Next Page
To Previous Page IconTo Previous Page
To Previous Page IconTo Previous Page
Loading...
4. ფუნქციის დეაქტივაციისთვის შეეხეთ
-ს 3 წამის განმავლობაში.
თუ ფუნქცია დეაქტივირებულია,
ფილტრის ხატულა ინთება 4 წამის
განმავლობაში.
7. მოვლა და დასუფთავება
7.1 შენიშვნები გასუფთავებასთან დაკავშირებით
საწმენდი
საშუალებები
არ გამოიყენოთ აბრაზიული საწმენდი საშუალებები ან ჯაგრისები.
გაწმინდეთ მოწყობილობის ზედაპირი რბილი ქსოვილით, თბილი წყლითა და
მსუბუქი საწმენდი საშუალებით.
საჭმლის მომზადების შემდეგ მოწყობილობის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება
გაცხელდეს. ლაქების თავიდან ასაცილებლად მოწყობილობა უნდა გაგრილდეს და
შემშრალდეს სველი ტილოთი ან ქაღალდის პირსახოცებით.
გაწმინდეთ ლაქები მსუბუქი საწმენდი საშუალებით.
იზრუნეთ გამწოვი
ხუფის
სისუფთავეზე
ყოველთვე გაასუფთავეთ მოწყობილობა და ცხიმის ფილტრები. ფრთხილად
მოწმინდეთ ცხიმი შიდა ნაწილს და ცხიმის ფილტრებს. ცხიმის ან სხვა ნარჩენების
დაგროვებამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს.
მიჰყევით აქსესუარების გასუფთავების ინსტრუქციას, როცა ჩაირთვება ფილტრის
შეტყობინება. გაეცანით „ფილტრის შეტყობინებას“ „ყოველდღიური
გამოყენების“ თავში.
ცხიმის ფილტრების გარეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა დაყენებული უნდა იყოს დაბალ ტემპერატურასა და
მოკლე ციკლზე. ცხიმის ფილტრმა შეიძლება ფერი შეიცვალოს, ეს არ აისახება
მოწყობილობის მუშაობაზე.
ნახშირის ფილტრი
ნახშირის ფილტრის სატურაციის დრო განსხვავდება საჭმლის მომზადების ტიპისა
და ცხიმის ფილტრის გაწმენდის სიხშირის მიხედვით. ნახშირის გააქტიურებული
ფილტრი არ არის რეცხვადი ან განახლებადი და უნდა გამოიცვალოს მუშაობის
დაახლოებით ყოველ 4/6 თვეში ან უფრო ხშირად განსაკუთრებით დატვირთული
გამოყენების შემთხვევაში.
7.2 ცხიმის ფილტრის გაწმენდა
ფილტრები დამონტაჟებულია
მოპირდაპირე მხარეზე ფიქსატორებისა და
წკირების გამოყენებით.
ფილტრის გასაწმენდად:
1. დააჭირეთ სამონტაჟო ფიქსატორის
სახელურს ფილტრის პანელზე,
გამწოვი ხუფის ქვეშ (1).
1
2
2. ოდნავ დააქანეთ ფილტრის წინა
ნაწილი ქვემოთ (2), შემდეგ კი
მოქაჩეთ.
135

Table of Contents

Related product manuals