aeno.com/documents 81
შეზღუდვები და გაფრთხილებები
მოწყობილობის ექსპლუატაციამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე დოკუმენტს.
მოწყობილობა არ არის გათვალისწინებული 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ ან
შეზღუდული ფიზიკური, ფსიქიკური ან გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირების
მიერ გამოსაყენებლად მათ მიერ მოწყობილობის გამოყენების საკმარისი ცოდნისა და
გამოცდილების არქონის გამო, და თუ ისინი არ არიან მათ უსაფრთხოებაზე
პასუხისმგებელი პირის კონტროლის ქვეშ. შენობის გარეთ მოწყობილობის გამოყენება
აკრძალულია. მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობებში,
მშრალ ზედაპირებზე გამოსაყენებლად. მტვერსასრუტი არ არის განკუთვნილი
სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას წარმოქმნილი მტვრისა და ნაგვის, ადვილად
აალებადი ფეთქებადსაშიში, მომწამლავი და/ან აქროლადი ნივთიერებების, მბოლავი
და/ან წვის პროცესში მყოფი მასალების, ბასრი ნივთების, სითხეების შესაგროვებლად.
ხელსაწყოსთან მუშაობისას ხელები მშრალი უნდა გქონდეთ. მტვერსასრუტის
დამუხტვის წინ დარწმუნდით, რომ ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებული
ნომინალური ძაბვა და სიხშირე შეესაბამება ელექტროქსელის პარამეტრებს. მიაქციეთ
ყურადღება, რომ კვების ადაპტერის კაბელი არ გადაიგრიხოს, არ გადაიღუნოს, არ
მოექცეს სიმძიმის ქვეშ, არ იყოს შეხებაში ცხელ საგნებთან და სითბოს წყაროებთან. არ
მოათავსოთ მოწყობილობა ისეთ ადგილზე, საიდანაც ის შეიძლება გადმოვარდეს.
არაფერი არ დადოთ მტვერსასრუტზე. არ გამოიყენოთ დაზიანებული ან წყალში
მოხვედრილი მოწყობილობა. თვითნებურად არ დაშალოთ და არ გაარემონტოთ
მოწყობილობა. რემონტი უნდა შეასრულოს ავტორიზებული სერვის ცენტრის
კვალიფიციურმა სპეციალისტმა. გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალური და
მწარმოებლის მიერ რეკომენდებული აქსესუარები, სახარჯი მასალები და/ან
სათადარიგო ნაწილები. ჩართული მოწყობილობა არ დატოვოთ უყურადღებოდ. არ
მიუშვათ ჩართულ მოწყობილობასთან შინაური ცხოველები. არ მისცეთ ბავშვებს
მოწყობილობასთან და მის მაკომპლექტებელ ნაწილებთან თამაშის უფლება. წყლის
კონტეინერის გასავსებად გამოიყენეთ მხოლოდ გასუფთავებული წყალი. არ ჩაამატოთ
კონტეინერში არომატიზატორები, სარეცხი საშუალებები, სპირტები, ცხელი წყალი.
ხალიჩის საფარის სველი დალაგება აკრძალულია. განრიგით მუშაობისთვის
მტვერსასრუტი უნდა იყოს მუდმივად ჩართული და დამუხტული. მტვერის