82 aeno.com/documents
რეზერვუარი უნდა გაიწმინდოს მტვერსასრუტის ყოველი გამოყენების შემდეგ.
მოწყობილობის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების გასაწმენდად არ გამოიყენოთ
ქიმიური და აგრესიული სარეცხი საშუალებები, აბრაზიული პასტები, მჟავების და
გამხსნელების შემცველი საშუალებები, აგრეთვე მეტალის ღრუბლები. ერიდეთ
აკუმულატორის ბოლომდე განმუხტვას. თუ მტვერსასრუტს არ იყენებთ დიდი ხნის
განმავლობაში, დამუხტეთ აკუმულატორი 2-3 თვეში ერთხელ. დაწვრილებითი
ინფორმაცია მოყვანილია ექსპლუატაციის სრულ სახელმძღვანელოში, რომელიც
ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად ვებ-გვერდზე aeno.com/documents.
ღილაკების ფუნქციები (ნახ. В)
მოქმედება
აღწერა
ღილაკი
ბაზა
ერთხელ
დაჭერა
დაბრუნება
ბაზაზე
დასამუხტად
ღილაკი
სტარტი
სტოპი
ერთხელ
დაჭერა
დალაგების
დაწყება
ან
გაჩერება
ღილაკი
დააჭირეთ
და
ცოტა
ხანს
ასე
გეჭიროთ
გადასვლა
დაწყვილების
რეჟიმში
მოწყობილობის მომზადება მუშაობისთვის (ნახ. C, D)
1. გახსენით შეფუთვა და ამოიღეთ მოწყობილობა და მისი მაკომპლექტებელი
ნაწილები. მოაცილეთ ყველა შესაფუთი მასალა და დამხშობი მტვერსასრუტის
გვერდებიდან.
2. ჩაამაგრეთ გვერდითი ჯაგრისები.
3. დასამუხტი ბაზა მოათავსეთ სწორ მყარ ჰორიზონტალურ ზედაპირზე.
4. დასამუხტი ბაზა მიუერთეთ ელექტროქსელს, რისთვისაც მოათავსეთ კვების
ადაპტერის შტეკერი ბაზის გასართში, ხოლო შტეფსელი – როზეტში.
5. დამუხტეთ აკუმულატორი, რისთვისაც მოათავსეთ მტვერსასრუტი დასამუხტ
ბაზაზე ისე, რომ მტვერსასრუტის კონტაქტები ბაზის კონტაქტებთან იყოს
მიერთებული. თუ მტვერსასრუტი სწორად არის განლაგებული, ინდიკატორი
ბაზაზე დაიწყებს მწვანედ ციმციმს და დაიწყება დამუხტვა. დამუხტვის
დასრულების შემდეგ ინდიკატორი მწვანედ მუდმივად იქნება ანთებული.