EasyManua.ls Logo

Electrolux LFP326W - მოვლა და დასუფთავება

Electrolux LFP326W
Print Icon
To Next Page IconTo Next Page
To Next Page IconTo Next Page
To Previous Page IconTo Previous Page
To Previous Page IconTo Previous Page
Loading...
3. საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ
სიჩქარე სასურველ ღილაკზე
დაჭერით.
გამწოვი ხუფების განათება გამწოვი
ხუფების სხვა ფუნქციებისგან
დამოუკიდებლად მუშაობს. საჭმლის
მოსამზადებელი ზედაპირის
გასანათებლად დააჭირეთ განათების
ღილაკს . უჯრის დახურვა არ
მოქმედებს გამწოვის განათებაზე.
ვენტილატორის გამოსართავად დააჭირეთ
-ს ან დახურეთ გამწოვი ხუფის უჯრა.
უჯრის დახურვის შემდეგ გამწოვი
ხუფი იმახსოვრებს ვენტილატორის
სიჩქარის ბოლო კონფიგურაციას.
გამწოვი ხუფი იმუშავებს
ვენტილატორის სიჩქარის ამ დონეზე,
როცა უჯრას ისევ გამოსწევთ.
6. მოვლა და დასუფთავება
6.1 შენიშვნები გასუფთავებასთან დაკავშირებით
საწმენდი
საშუალებები
არ გამოიყენოთ აბრაზიული საწმენდი საშუალებები ან ჯაგრისები.
გაწმინდეთ მოწყობილობის ზედაპირი რბილი ქსოვილით, თბილი წყლითა და
მსუბუქი საწმენდი საშუალებით.
საჭმლის მომზადების შემდეგ მოწყობილობის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება
გაცხელდეს. ლაქების თავიდან ასაცილებლად მოწყობილობა უნდა გაგრილდეს და
შემშრალდეს სველი ტილოთი ან ქაღალდის პირსახოცებით.
გაწმინდეთ ლაქები მსუბუქი საწმენდი საშუალებით.
იზრუნეთ გამწოვი
ხუფის
სისუფთავეზე
ყოველთვე გაასუფთავეთ მოწყობილობა და ცხიმის ფილტრები. ფრთხილად
მოწმინდეთ ცხიმი შიდა ნაწილს და ცხიმის ფილტრებს. ცხიმის ან სხვა ნარჩენების
დაგროვებამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს.
ცხიმის ფილტრების გარეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა დაყენებული უნდა იყოს დაბალ ტემპერატურასა და
მოკლე ციკლზე. ცხიმის ფილტრმა შეიძლება ფერი შეიცვალოს, ეს არ აისახება
მოწყობილობის მუშაობაზე.
ნახშირის ფილტრი
ნახშირის ფილტრის სატურაციის დრო განსხვავდება საჭმლის მომზადების ტიპისა
და ცხიმის ფილტრის გაწმენდის სიხშირის მიხედვით. ნახშირის გააქტიურებული
ფილტრი არ არის რეცხვადი ან განახლებადი და უნდა გამოიცვალოს მუშაობის
დაახლოებით ყოველ 4/6 თვეში ან უფრო ხშირად განსაკუთრებით დატვირთული
გამოყენების შემთხვევაში.
6.2 ცხიმის ფილტრის გაწმენდა
ფილტრები დამონტაჟებულია
მოპირდაპირე მხარეზე ფიქსატორებისა და
წკირების გამოყენებით.
ფილტრის გასაწმენდად:
1. დააჭირეთ სამონტაჟო ფიქსატორის
სახელურს ფილტრის პანელზე,
გამწოვი ხუფის ქვეშ (1).
124

Table of Contents

Related product manuals