ქართული ენა
გილოცავთ შენაძენს და მოგესალმებით Philips-ში! სრულად რომ
ისარგებლოთ იმ მხარდაჭერით, რომელსაც Philips-ი გთავაზობთ,
დაარეგისტრირეთ თქვენი პროდუქტი აქ
www.philips.com/MyVacuumCleaner.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
წაიკითხეთ ეს მნიშნველოვანი ინფორმაცია ყურადღებით, ვიდრე
გამოიყენებთ მოწყობილობას და შიენახეთ სამომავლო ცნობარად.
საფრთხე
- არასდროს შეიწოვოთ წყალი ან ნებისმიერი სხვა სითხე, აალებადი
სუბსტანციები ან ცხელი ფერფლი.
გაფრთხილება
- შეამოწმეთ, რომ ვოლტაჟი, რომელიც მოცემულია მოწყობილობაზე
შეესაბამება ადგილობრივი ქსელის ვოლტაჟს, სანამ შეაერთებთ
მოწყობილობას.
- არ გამოიყენოთ მოწყობილობა, თუ შესაერთებელი, მაგისტრალური
კაბელი ან თვითონ მოწყობილობა არის დაზიანებული.
- თუ მაგისტრალური კაბელი დაზიანებულია, უნდა ჩაანაცვლებინოთ
Philips-ს, Philips-ის მიერ უფლებამოსილ მომსახურების ცენტრს ან
მსგავსად კვალიფიცირებულ პირებს, საფრთხის თავიდან არიდების
მიზნით.
- არ მიმართოთ შლანგი, მილი ან ნებისმიერი სხვა აქსესუარი
თვალებისკენ ან ყურებისკენ და ასევე არ ჩაიდოთ პირში.
- არ გამოიყენოთ მოწყობილობა ტრანსფორმერთან ერთად, ამან
შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო სიტუაციები.
- ამ მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ ბავშვებს 8 წლიდან და
პირებს შეზღუდული ფიზიკური, სენსორული ან მენტალური
შესაძლებლობებით ან გამოცდილებისა და ცოდნის სიმცირის მქონე
პირებს, თუ ვინმეს მეთვალყურეობის ქვეშ არიან ან აუხსნეს, თუ
როგორ გამოიყენონ მოწყობილობა უსაფრთხოდ და გააცნობიერონ
არსებული საფრთხეები. ბავშვებმა არ უნდა ითამაშონ ამ
მოწყობილობით. გაწმენდა და მოვლა არ უნდა მოხდეს ბავშვების მიერ,
მეთვალყურეობის გარეშე.
- შესაერთებელი უნდა გამოაერთოთ დენცქვიტადან, სანამ გაწმენდთ ან
შეინახავთ მოწყობილობას.
- მტვერსასრუტი შექმნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო
მოხმარებისთვის. არ გამოიყენოთ ეს მტვერსასრუტი რათა შეისრუტოთ
სამშენებლო მასალების ნარჩენები, ცემენტის მტვერი, ფერფლი, წმინდა
ქვიშა, კირქვა და მსგავსი სუბსტანციები. არასდროს გამოიყენოთ
მტვერსასრუტი ფილტრების გარეშე. ამან შეიძლება დააზიანოს ძრავა
და შეამციროს მტვერსასრუტის საექსპლუატაციო პერიოდი.
ყოველთვის გაწმინდეთ მტვერსასრუტის ყველა ნაწილი ისე, როგორც
მოცემულია მომხმარებლის სახელმძღვანელოში. არ გაწმინდოთ
არცერთი ნაწილი წყლით და/ან საწმენდი საშუალებებით თუ არ არის
მოცემული მომხმარებლის სახელმძღვანელოში.
ფრთხილად
- არასდროს გამოიყენოთ მოწყობილობა ფილტრების გარეშე. ამან
შეიძლება დააზიანოს ძრავა და შეამციროს მოწყობილობის
საექსპლუატაციო პერიოდი.
- ყოველთვის გაწმინდეთ ყველა ნაწილი ისე, როგორც მოცემულია
მომხმარებლის სახელმძღვანელოში. არ გაწმინდოთ არცერთი ნაწილი
წყლით და/ან საწმენდი საშუალებებით თუ ეს არ არის საგანგებოდ
მოცემული მომხმარებლის სახელმძღვანელოში.
- თუ გაწმენდთ გარეცხვად ფილტრს წყლით, დარწმუნდით, რომ ის
სრულიად მშრალია, ვიდრე ჩააბრუნებთ მოწყობილობაში. არ გააშროთ
ფილტრი პირდაპირი მზის სხივის ქვეშ, რადიატორზე ან საშრობში.
ჩაანაცვლეთ გარეცხვადი ფილტრი, თუ ვეღარ იწმინდება ან
დაზიანებულია.
- იმისათვის, რათა უზრუნველყოთ მტვრის ოპტიმალური შენარჩუნება
და მტვერსასრუტის მუშაობა, ყოველთვის ჩაანაცვლეთ ფილტრები
Philips-ის ორიგინალი ფილტრების სწორი ტიპით (იხილეთ
'აქსესუარების შეკვეთა').
- ხმაურის მაქსიმალური დონე: Lc = 84 dB(A)
ელექტრომაგნიტური ველები (EMF)
ეს Philips მოწყობილობა შეესაბამება ყველა მოქმედ სტანდარტსა და
რეგულაციას, რომელიც ეხება ელექტრომაგნიტური ველების გამოსხივებას.
აქსესუარების შეკვეთა
აქსესუარების ან სათადარიგო ნაწილების საყიდლად, ეწვიეთ
www.philips.com/parts-and-accessories ან მიმართეთ Philips-ის თქვენს
დილერს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ქვეყანაში
არსებულ Philips-ის მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრს (საკონტაქტო
დეტალებისთვის იხილეთ საერთაშორისო გარანტიის ბროშურა).
გარანტია და მხარდაჭერა
თუ გჭირდებათ ინფორმაცია ან მხარდაჭერა, გთხოვთ ეწვიოთ
www.philips.com/support ან წაიკითხეთ საერთაშორისო გარანტიის ბროშურა.
გადამუშავება
- ეს სიმბოლო ნიშნავს, რომ ელექტრონული პროდუქტი არ უნდა
გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად (სურ. 1).
- დაიცავით თქვენი ქვეყნის წესები ელექტრონული პროდუქტების
ცალკე შეგროვების შესახებ.
დიაგნოსტიკა
ეს თავი აჯამებს ყველაზე ხშირ პრობლემებს, რომელსაც შეიძლება
წააწყდეთ ამ მოწყობილობით. თუ ვერ აგვარებთ პრობლემას ქვემოთ
მოცემული ინფორმაციით, ეწვიეთ www.philips.com/support ხშირად
დასმული შეკითხვების სიისთვის ან დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში
არსებულ Philips-ის მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრს.
პრობლემა შესაძლო მიზეზი გამოსავალი
შეწოვის
სიმძლავრე
არასაკმარისია.
მტვრის
კონტეინერი
სავსეა.
დაცალეთ მტვრის კონტეინერი.
ფილტრები
ჭუჭყიანია.
გაწმინდეთ ან ჩაანაცვლეთ
ფილტრები.
შეწოვის
სიმძლავრე
დაყენებულია
დაბალ
პარამეტრებზე.
გაზარდეთ შეწოვის სიმძლავრე
მარეგულირებლით
მოწყობილობაზე ან ტარზე.
ყელი, მილი ან
შლანგი
დაბლოკილია.
დაბრკოლების მოსაშორებლად,
გამოართეთ დაბლოკილი ნაწილი
და შეაერთეთ (მაქსიმალურად
შორს) მეორე მხრიდან. ჩართეთ
მტვერსასრუტი, რათა გამოუშვათ
ჰაერი დაბლოკილი ნაწილიდან
საპირისპირო მიმართულებით.
როდესაც
ვიყენებ
მტვერსასრუტ
ს, ხანდახან
ვგრძნობ დენის
დარტყმას.
თქვენი
მტვერსასრუტი
იგროვებს
სტატიკურ
ელექტროობას.
რაც უფრო მცირეა
ჰაერის
ტენიანობა, მით
უფრო მეტ
სტატიკურ
ელექტროობას
იგროვებს
მოწყობილობა.
განმუხტეთ მოწყობილობა მილის
ოთახში არსებულ სხვა მეტალის
ობიექტებთან ხშირად მიდებით
(მაგალითად მაგიდის ან სკამის
ფეხები, რადიატორი სხვ.). ასევე
შეგიძლიათ გაზარდოთ ჰაერის
ტენიანობის დონე ოთახში.