დაყენების ინსტრუქციები
მნიშვნელოვანი ასპექტები
ქვაბის ექსპლუატაციაში გაშვებისას დაჟინებით გირჩევთ განახორციელოთ შემდეგი შემოწმება:
– დარწმუნდით, რომ ქვაბთან ახლო გარემოში არ არის სითხეები ან აალებადი მასალები.
– დარწმუნდით, რომ ელ. შეერთებები სწორადაა შესრულებული და რომ დამიწების სადენი
საიმედოდაა დაერთებული დამიწების სისტემასთან.
– გახსენით გაზის ონკანი და შეამოწმეთ შეერთებების საიმედოობა, მათ შორის სანთურის.
– დარწმუნდით, რომ ქვაბი დაყენებულია სათანადო გაზის ტიპისათვის.
– შეამოწმეთ, რომ წვის პროდუქტებისთვის გასასვლელი მილი თავისუფალია დაბრკოლებისგან და
სწორადაა დამონტაჟებული.
– დარწმუნდით, რომ ჩამკეტი სარქველები ღიაა.
– დარწმუნდით, რომ სისტემა შევსებულია წყლით და კარგად ვენტილირებადია.
– შეამოწმეთ ცირკულაციის ტუმბო, რომ არ იყოს ჩაკეტილი.
– გაათავისუფლეთ სისტემა, მოაშორეთ გაზის მილში არსებული ჰაერი, გაზის სარქვლის შესასვლელზე
წნევის შემსუბუქების სარქვლის მეშვეობით.
– დამყენებელმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებელს ქვაბისა და უსაფრთხოების მოწყობილობების
მუშაობის ინსტრუქციით და გადასცეს მას ინსტრუქციის ბუკლეტი.
FONDERIE SIME S.p.A. Via Garbo 27 - Legnago (VR) - Italy აცხადებს, რომ მისი ცხელი წყლის
ქვაბები, რომლებიც ატარებენ CE ნიშანს ევროპული დირექტივის 2009/142/CEE თანახმად
და აღჭურვილია უსაფრთხოების თერმოსტატით, დაკალიბრებული მაქსიმუმ 110°C- მდე, არ
ექვემდებარება PED დირექტივის 97/23/CEE გავრცელებისთვის, ვინაიდან ისინი აკმაყოფილებენ
დირექტივის 3.6 პუნქტის 1-ლი მუხლის მოთხოვნებს.
MURELLE EV - ქართული
შიგთავსი
1 ქვაბის აღწერა ................................................................................................. გვერდი 4
2 დაყენება .......................................................................................................... გვერდი 9
3 მახასიათებლები ............................................................................................. გვერდი 24
4 გამოყენება და შენახვა ................................................................................... გვერდი 31