DIVA D C24
117GE
კოდი 3542B920 - რევ 06 - 11/2023
კომფორტი
კომფორტის მოთხოვნა (ბოილერში ტემპერატურის აღდგენა) აისახება ეკრანზე მოციმციმე სიმბოლოთი 9. ეკრანზე
(ნახაზი 11 - სურ. 1) აისახება ბოილერში წყლის რეალური ტემპერატურა.
ხარვეზი
ხარვეზის შემთხვევაში (იხ. თავი 3.4 „ხარვეზების აღმოფხვრა“) ეკრანზე აისახება ხარვეზის კოდი (ნახაზი 11 - სურ.
1) ხოლო უსაფრთხოების პაუზის დროს – შეტყობინებები “d3”, “d4” და “d5”.
1.3 განათება და გათიშვა
კვების წყაროსთან შეერთება
• პირველი 5 წამის განმავლობაში ეკრანზე ასევე გამოჩნდება ბარათის პროგრამული უზრუნველყოფის
შეტყობინება.
• გახსენით აირის ონკანი ბოილერის წინ.
• ახლა ბოილერი მზადაა, რომ ავტომატურად იმუშავოს, როცა მოხდება საყოფაცხოვრებო წყლის მიღება ან
გათბობის მოთხოვნის შემთხვევაში (რაც გენერირდება ოთახის თერმოსტატით ან ტემპერატურის
დისტანციური მართვით).
ბოილერის ჩართვა და გამორთვა
დააჭირეთ off (გამორთვის) ღილაკს (ნახაზი 7 - სურ.
1) 5 წამის განმავლობაში.
სურ.2- ბოილერი გამორთულია
როდესაც ბოილერი გამორთულია, PCB ისევ
მუშაობს. DHW და გათბობა გამოირთვება.
შემოყინულობისგან დაცვის სისტემა ჩართული
დარჩება. ბოილერის ჩასართავად, კვლავ დააჭირეთ
off (გამორთვის) ღილაკს (ნახაზი 7 სურ. 1) 5 წამის
განმავლობაში.
სურ.3- ბოილერი ჩართულია
ბოილერი დაუყოვნებლივ ამუშავდება როდესაც მოხდება სააყოფაცხოვრებო წყლის მიღება ან გათბობის
მოთხოვნის შემთხვევაში (რაც გენერირდება ოათახის თერმოსტატით ან ტემპერატურის დისტანციური მართვით).
B
ბოილერის ჩართვა და გამორთვა შემოყინულობისგან დაცვის სისტემა არ მუშაობს როდესაც
კვება და/ან მომწყობილობაში აირის მიწოდება გათიშულია. ზამთარში ხანგრძლივი
გათიშვების დროს ყინვით გამოწვეული ზიანის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია
ბოილირიდან, საყოფაცხოვრებო ცხელი წყლის წრედიდან და გათბობის სისტემიდან მთელი
წყლის დააცლა; ან მხოლოდ საყოფაცხოვრებო ცხელი წყლის წრედიდან წყლის დაცლა და
შესაბამისი ანტიფრიზის დამატება გათბობის სისტემაში, ნაწილის 2.3
შესაბამისად.
1.4 რეგულირება
ზაფხულის/ზამთრის რეჟიმის გადართვა
დააჭირეთ ღილაკს summer/winter (ზაფხული/ზამთარი) (ნახაზი 6 - სურ. 1) 2 წამის განმავლობაში.
ეკრანი გააქტიურებს Summer (ზაფხულის) სიმბოლოს (ნახაზი 10 - სურ. 1): ბოილერის მიერ მოწოდებული იქნება
მხოლოდ საყოფაცხოვრებო ცხელი წყალი. ანტიფრიზის სისტემა გააქტიურებული დარჩება.
ზაფხულის რეჟიმის გამოსართველად, კვლავ დააჭირეთ ღილაკს summer/winter (ზაფხული/ზამთარი) (ნახაზი 6 -
სურ. 1) 2 წამის განმავლობაში.