56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1300E 281
◾ გაითვალისწინეთ რომ ოპერატორი ან
მომხმარებელი პასუხისმგებელია იმ
შემთხვევებზე ან საფრთხეებზე რაც
შესაძლოა წარმოექმნას სხვა პირებს ან
მათ ქონებას.
მომზადება
◾ არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო თუ
სხვა პირები, განსაკუთრებით ბავშვები ან
შინაური ცხოველები არიან ახლოს.
◾ ყოველთვის გამოიყენეთ თვალის დამცავი
საშუალებები და მყარი ფეხსაცმელი
ხელსაწყოთი სარგებლობისას.
◾ ხელსაწყოსა და სხვა პირებს შორის
დისტანცია უნდა იყოს მინიმუმ 15 მეტრი.
◾ არასდროს გამოიყენოთ ხელსაწყო,
როდესაც ბრძანდებით დაღლილი,
იმყოფებით ავად ან ალკოჰოლის ან სხვა
ნარკოტიკების გავლენის ქვეშ.
ექსპლუატაცია
◾ ხელსაწყოთი სარგებლობა
ნებადართულია მხოლოდ დღის
სინათლეზე ან კარგი ხელოვნური
განათების პირობებში.
◾ არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო
დაზიანებული დამცავებით ან ეკრანებით,
ან დამცავებისა და ეკრანების გარეშე.
◾ მოტორი ჩართეთ მხოლოდ მაშინ,
როდესაც ხელები და ფეხები
მოშორებულია მთიბავ ნაწილებს.
◾ ყოველთვის გამორთეთ ხელსაწყო დენის
წყაროდან (ან მოხსენით აკუმულატორი),
◾ როდესაც სტოვებთ ხელსაწყოს
ყურადღების გარეშე;
◾ გაჭედილი ობიექტებისაგან სათიბის
გაწმენდამდე;
◾ ხელსაწყოს შემოწმებამდე, გაწმენდამდე
ან ჩართვამდე.
◾ უცხო ობიექტზე შეჯახების შემდეგ;
◾ როდესაც მანქანა იწყებს უჩვეულო
ვიბრაციას.
◾ დაიცავით ხელები და ფეხები
მთიბავი ნაწილებისგან გამოწვეული
დაზიანებისაგან.
◾ ყოველთვის დარწმუნდით რომ
საჰაეროები ნარჩენებისგან ცარიელია.
ექსპლუატაცია და შენახვა
◾ გამორთეთ ხელსაწყო დენის წყაროდან
(ან მოხსენით აკუმულატორი), სანამ
შეუდგებოდეთ ხელსაწყოს ტექნიკური
სერვისის ან წმენდის პროცესს.
◾ გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებელის
მიერ რეკომენდირებული ნაწილები ან
აქსესუარები.
◾ გაუკეთეთ ხელსაწყოს რეგულარული
შემოწმება და ინსპექტირება. ხელსაწყოს
შეკეთება მიანდეთ მხოლოდ
ავტორიზირებულ ხელოსანს.
◾ შეინახეთ ხელსაწყო ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას.
სხვა უსაფრთხოების გაფრთხილებები
◾ მოერიდეთ საშიშ გარემო პირობებს - არ
გამოიყენოთ სათიბი ნესტიან ან სველ
ფერდობზე.
◾ დამცავი ეკრანები იქონიეთ ხელსაწყოზე
შესაბამის ადგილას და მუშა
მდგომარეობაში.
◾ მოარიდეთ ხელები და ფეხები მჭრელ
ნაწილებს.
◾ ფიზიკური ზიანის რისკის
შესამცირებლად, არასოდეს ამუშაოთ
ხელსაწყო კიბეზე ან სხვა არამყარი
საყრდენის მქონე ობიექტზე დგომისას.
არასოდეს დაიჭიროთ ხელსაწყოს
მჭრელი ნაწილი წელს ზევით.
◾ შეამოწმეთ მჭრელი ნაწილი
რეგულარული მცირე ინტერვალებით
ხელსაწყოთი სარგებლობისას, ან
დაუყონებლივ, თუ წარმოიქმნა
მნიშვნელოვანი ცვლილება თიბვის
პროცესის განმავლობაში.
◾ საუკეთესო შედეგის მისაღებად, თქვენი
აკუმულატორი დატენეთ 5° C-დან 40°
C.-მდე ტემპერატურის პირობებში.
არ შეინახოთ ხელსაწყო გარეთ ან
ავტომობილში.