56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1300E282
◾ თუ თქვენ სხვა პიროვნება
მოგიახლოვდათ, დაუყონებლივ
გააჩერეთ მოტორი და საკრეჭი
მოწყობილობა.
◾ გააფრთხილეთ მომხმარებელი დანის
ბიძგის საფრთხის შესახებ (მხოლოდ
3-კბილანიანი დანის შეთხვევაში).
◾ დანის ბიძგი შესაძლოა მოხდეს
როდესაც მბრუნავი დანა შეეხება ისეთ
საგანს, რომელსაც მყისიერად ვერ
მოჭრის.
◾ დანის ბიძგი შესაძლოა იყოს
იმდენად ძლიერი რომ, მოახდინოს
ხელსაწყოს და/ან მომხმარებელის
გაწევა ნებისმიერი მიმართულებით
და შესაძლოა, ასევე გამოიწვიოს
ხელსაწყოზე კონტროლის დაკარგვა.
◾ დანის ბიძგი შესაძლოა მოხდეს
გაფრთხილების გარეშე თუ დანა
დაბრკოლდება, გაჩერდება ან
გაიხლართება.
◾ დანის ბიძგი უფრო სავარაუდოა
მოხდეს ისეთ არეში, სადაც რთულია
მოჭრადი საგნების დანახვა.
◾ არ გაუკეთოთ დანა მოწყობილობას
აუცილებელი ნაწილების შესაბამისი
დამაგრების გარეშე. სათანადო ნაწილების
გამოყენების უგულებელყოფამ
შესაძლოა გამოიწვიოს დანის მოწყვეტა
და სერიოზულად დააზიანოს
მომხმარებელი და/ან გვერდზე
მდგომი ადამიანი. გადააგდეთ დანები,
რომლებიც მოღუნულია, აქვს შეცვლილი
ფორმა, გაბზარულია, გატეხილია
ან დაზიანებულია სხვაგვარად.
გამოიყენეთ გალესილი დანა. ბლაგვი
დანა მეტად დაბრკოლდება და მიიღებს
ბიძგს (მხოლოდ 3-კბილანიანი დანის
გამოყენების შემთხვევაში).
◾ ინერციით მბრუნავმა დანამ/ძუამ
შესაძლოა მოგაყენოთ ფიზიკური ზიანი
მოტორის ან ტრიგერის გათიშვის
შემდეგაც. სათანადოდ აკონტროლეთ
ხელსაწყო სანამ მბრუნავი დანა/ძუა
ბოლომდე არ გაჩერდება.
◾ გამოიყენეთ მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი
EGO-ს აკუმულატორის ნაკრებები და
დამტენები:
აკუმულატორი დამტენი
BA1120E, BA1400, BA2240E,
BA2800, BA3360, BA4200,
BA1400T, BA2800T,
BA4200T, BA5600T
CH5500E,
CH2100E
◾ აკუმულატორიანი ელექტრული
ხელსაწყოების ქსელში შეერთება არ არის
აუცილებელი; ისინი ყოველთვის მუშა
მდგომარეობაში არიან. გაითვალისწინეთ
შესაძლო საფრთხეები მაშინაც კი
როცა ხელსაწყო არ არის გამოყენებაში.
გამოიჩინეთ სიფრთხილე როდესაც
ახდენთ ხელსაწყოს შეკეთებას ან
ტექნიკურ სერვისს.
◾ არ გარეცხოთ ხელსაწყო წყლის მილით;
მოერიდეთ მოტორში და ელექტრულ
შეერთებებში წყლის მოხვედრას.
◾ თუ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომელიც
არაა აღწერილი ინსტრუქციაში,
გამოიყენეთ საღი აზრი და მიიღეთ
ფრთხილი გადაწყვეტილებები.
მიმართეთ EGO-ს კლიენტთა
მომსახურების ცენტრს დახმარებისთვის.
შეინახეთ ეს მომხმარებლის ინსტრუქცია!
სპეციფიკაცია
ძაბვა 56 ვოლტი
დაუტვირთავი ბრუნვის
სიჩქარე
მაღალი:
6500 ბრ/წთ
დაბალი:
5200 ბრ/წთ
მთიბავი მექანიზმი
მთიბავის
თავაკი
მთიბავი ძუის ტიპი
2.0 მმ სისქის
ნეილონი
დაგრეხილი
ძუა
თიბვის სიგანე 33 სმ
რეკომენდირებული
საექსპლუატაციო
ტემპერატურა
0°C-40°C