56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — STX4500
283
სპეციალური საპოხი უნდა აკმაყოფილებდეს
შემდეგ მოთხოვნებს:
1. მიეკუთვნებოდეს DIN51818 ტიპს:
კონუსის შკალაზე NLGI-1 სირბილის.
2. სინთეთიკური ეთერის ცხიმი.
3. შესანიშნავი საპოხი
დაბალტემპერატურული ჩართვისთვის,
მაღალი წნევის პირობებისთვის,
მექანიკური ცვეთისა და გახეხის
საწინააღმდეგო და ოქსიდაციის
სტაბილიზაციის თვისებებით.
4. ტემპერატურის მუშა რეჟიმი უნდა
მოიცავდეს -40~180°C ინტერვალს.
მოხსენით აკუმულატორი და დამლუქავი
ხრახნი. შეზეთეთ გადაცემათა კოლოფი
ზეთის ხვრელის საშუალებით.
ხელსაწყოს შენახვის წესი
◾ მოხსენით აკუმულატორის ბლოკი
მოწყობილობას, როდესაც ელექტრო
სათიბი არ არის გამოყენებაში.
◾ შენახვამდე საგულდაგულოდ გაწმინდეთ
ხელსაწყო.
◾ შეინახეთ ხელსაწყო მშრალ, კარგად
განიავებად ადგილას ჩაკეტილ და მაღალ
სათავსოში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას. არ შეინახოთ ხელსაწყო
სასუქის, ბენზინის და სხვა ქიმიური
ნივთიერებების სიახლოვეს.
◾ გამოიყენეთ დანის ბუდე 3-კბილიან
დანაზე ტრანსპორტირებისა და შენახვის
დროს.
გარემოს დაცვა
არ მოათავსოთ ელექტრო
მოწყობილობა, ნახმარი დამტენი
და აკუმულატორი
საყოფაცხოვრებო ნაგავში!
მიუტანეთ პროდუქტი
ნარჩენების ავტორიზირებულ
გადამამუშავებელს და
უზრუნველყავით ასეთი
ნარჩენის განცალკევებულად
შეგროვება. ელექტრო
მოწყობილობები უნდა ჩაბარდეს
გარემოს თვალსაზრისით
თავსებად ნარჩენების
გადამამუშავებელ ობიექტს.