ინსტალაცია
45
Climate Line 2000 – 6721831695 (2021/02)
უმეტეს შემთხვევაში, მილოვანი გაყვანილობის
ხრახნები განთავსებულია შიდა ერთეულის უკან. ჩვენ
გირჩევთ, რომ მილები დააგრძელოთ შიდა ერთეულის
დაკიდებამდე.
▶ მილოვანი გაყვანილობა 3.4.1 თავში მითითებისამებრ
დაამაგრეთ.
▶ საჭიროებისამებრ, მილების გაყვანილობა სასურველი
მიმართულებით გადახარეთ და ღიობი დატოვეთ
შიდა ერთეულის მხარეს ( სურათი 12).
▶ მილოვანი გაყვანილობა კედელში გაიყვანეთ და შიდა
ერთეული სამონტაჟო ფირფიტაში დაკიდეთ
( სურათი 13).
▶ ზემოთ აკეცეთ საფარი და ამოიღეთ ორი ფილტრის
სამაგრიდან ერთ-ერთი ( სურათი 14).
▶ მოწოდების ნაკრებიდან ამოღებული ფილტრი
ჩაამაგრეთ ფილტრის სამაგრში და კვლავ დაამაგრეთ
ფილტრის სამაგრი.
სამონტაჟო ფირფიტიდან შიდა ერთეულის
მოხსნისათვის:
▶ ორივე შვერილის არეალში შეფუთვის ქვედა ნაწილი
ქვემოთ დაქაჩეთ და შიდა ერთეული წინ გამოსწიეთ
( სურათი 15).
3.3.2 დაამაგრეთ გარე ერთეული
▶ ყუთი ზემოთა მიმართულებით დადგით.
▶ შეფუთვის ლენტები გაჭერით და მოხსენი.
▶ ყუთი ზემოთ ახსენით და მოაშორეთ შესაფუთი.
▶ მონტაჟის ტიპის მიხედვით, სადგამი ან საკიდი
კონსოლი მოამზადეთ და დაამონტაჟეთ.
▶ დადგით ან დაკიდეთ გარე ერთეული, ამასთან
მოწოდებული ან ქარხნული ვიბროდამხშობი
ფეხებისათვის გამოიყენეთ.
▶სადგამი ან კედლის კონსოლის მონტაჟისას,
თანდართულ სადრენაჟო კუთხეზე დაიტანეთ
იზოლაცია ( სურათი 16).
▶ მოხსენით მილოვანი შეერთების საფარი
( სურათი 17).
▶ მილოვანი გაყვანილობა 3.4.1 თავში მითითებისამებრ
დაამაგრეთ.
▶კვლავ დაამაგრეთ მილოვანი შეერთების საფარი.
3.4 მილოვანი გაყვანილობის შეერთება
3.4.1 შიდა და გარე ერთეულზე დააერთეთ
მაგრილებელი საშუალების გაყვანილობა
ყურადღება
მაგრილებელი საშუალების გამოჟონვა არაჰერმეტული
გაყვანილობის გამო
არასათანადოდ წარმოებული მილოვანი გაყვანილობის
დაერთებამ შესაძლოა მაგრილებელი საშუალების
გამოჟონვა განაპირობოს.
▶ სამაგრიანი მიერთებების მოწყობისას სამაგრის
ნაწილი ყოველთვის ახლიდან დაამზადეთ.
სპილენძის მილები წარმოდგენილია მეტრული და
დიუმიანი განზომილებებით, სამაგრის ქანჩის
სახრახნისებიც იგივე განზომილებებითაა
წარმოდგენილი. გარე და შიდა ნაწილზე სამაგრის
ჭანჭიკები წარმოდგენილია დიუმიანი განზომილებით.
▶ მეტრული სპილენძის მილების მიერთებისას
სამაგრის ქანჩები შეცვალეთ შესაბამისი დიამეტრის
სხვა ქანჩებით ( ცხრილი 6).
▶ განსაზღვრეთ მილის დიამეტრი და მილის სიგრძე
( გვერდი 43).
▶ მილი გაჭერით მილის საჭრელით ( სურათი 11).
▶ მილების დაბოლოებები შიდა მხარეს მოხსენით და
ნარჩენები გამოყარეთ.
▶ ქანჩი დაამაგრეთ მილზე.
▶ მილი გააფართოვეთ ცხრილში 6 მოცემულ ზომამდე.
ქანჩი მსუბუქად უნდა იწეოდეს კიდეზე, თუმცა მას
არ უნდა სცდებოდეს.
▶ მილი მიაერთეთ და ჭანჭიკები მოუჭირეთ ცხრილში 6
მითითებული მოჭერის მომენტით.
▶ ზემოთ მოცემული ეტაპები გაიმეორეთ მეორე
მილისათვის.
მითითება
შემცირებული ზემოქმედების ხარისხი გასაცივებელ
საშუალებებს შორის სითბოს გადატანით
▶ გასაცივებელი საშუალების სადენები ერთმანეთისგან
მოხსენით.
▶ დაიტანეთ მილებზე იზოლაცია და დაამაგრეთ.
ცხრ. 6 მილების მიერთებების პარამეტრები
მილის გარე დიამეტრი
Ø [მმ]
შემოჭერის მომენტი
[Nm]
სამაგრიანი ღიობის
დიამეტრი (A) [მმ]
სამაგრიანი მილის
დაბოლოება
წინასწარ
დამონტაჟებული
სამაგრის განჩის
ხრახნი
6,35 (1/4") 18-20 8,4-8,7 3/8"
9,53 (3/8") 32-39 13,2-13,5 3/8"
12,7 (1/2") 49-59 16,2-16,5 5/8"
15,9 (5/8") 57-71 19,2-19,7 3/4"
R0.4~0.8
A
45°± 2
90°± 4