EasyManua.ls Logo

Bosch Professional GLL 2-10 - ჩართვა;გამორთვა; ავტომატური გამორთვა

Bosch Professional GLL 2-10
533 pages
Go to English
To Next Page IconTo Next Page
To Next Page IconTo Next Page
To Previous Page IconTo Previous Page
To Previous Page IconTo Previous Page
Loading...
 | 287
ექსტრემალურმა ტემპერატურებმა და ტემპერატურის ვარდნამ
შეიძლება უარყოფითდ იმოქმედოს საზომი ხელსაწყოს სიზუსტეზე.
u მოერიდეთ საზომი ხელსაწყოს ვარდნას და ძლიერ დარტყმებს.
ელექტროხელსაწყოზე ძლიერი ზემოქმედების შემდეგ, რეკომენდებულია
მისი სიზუსტის შემოწმება, სანამ გააგრძელებთ მასთან მუშაობას (იხ.
«საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება», გვ.289).
u ტრანსპორტირებისას, გამორთეთ საზომი ხელსაწყო. გამორთვისას
ხდება ქანქარა მექანიზმის დაბლოკვა, რომელიც წინააღმდეგ
შემთხვევაში მკვეთრი მოძრაობებისას შესაძლოა დაზიანდეს.
ჩართვა/გამორთვა
საზომი ინსტრუმენტის ჩასართავად, გადაწიეთ ამომრთველი(2)
პოზიციაზე „ On“ (ქანქარის ბლოკირებით სამუშაოდ) ან პოზიციაზე „
On“ (ავტომატური ნიველირებით სამუშაოდ). მდგომარეობის
ინდიკატორი(7) აინთება. საზომი ინსტრუმენტი ჩართვისთანავე ასხივებს
ლაზერული სხივის ხვრელიდან (1)ლაზერულ ხაზებს.
u არ მიმართოთ ლაზერის სხივი ადამიანებზე ან ცხოველებზე და
მოერიდეთ პირდაპირ ვიზუალურ კონტაქტს ლაზერის სხივთან,
მაშინაც კი, თუ დიდ მანძილზე იმყოფებით.
საზომი ინსტრუმენტის გამოსართავად, გადაწიეთ ამომრთველი (2)
პოზიციაზე „Off“. მდგომარეობის ინდიკატორი(7) ქრება. გამორთვისას
ქანქარა მექანიზმი იბლოკება.
u არ დატოვოთ ჩართული საზომი ხელსაწყო უყურადღებოდ და
გამორთეთ საზომი ხელსაწყო გამოყენების შემდეგ. ლაზერის სხივმა
შეიძლება დააბრმავოს სხვა ადამიანები.
მაქსიმალურად დასაშვები სამუშაო ტემპერატურის გადამეტებისას 50°C
ლაზერული დიოდი გამოირთობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
როდესაც საზომი ინსტრუმენტი გაგრილდება, ის ისევ მზადაა სამუშაოდ და
შეგიძლიათ მისი ჩართვა.
ავტომატური გამორთვა
თუ დაახლოებით 120წთ განმავლობაში საზომ ხელსაწყოზე არ იქნება
დაჭერილი რაიმე ღილაკი, მაშინ საზომი ხელსაწყო ავტომატურად
გამოირთვება ბატარეების მუხტის ეკონომიის მიზნით.
ავტომატური გამორთვის შემდეგ საზომი ინსტრუმენტის განმეორებით
ჩასართავად, ან უნდა გადაწიოთ ამომრთველი(2) ჯერ პოზიციაზე „Off“,
შემდეგ ისევ ჩართოთ საზომი ინსტრუმენტი, ან ერთხელ დააჭიროთ
ლაზერის ვერტიკალური(5) ან ჰორიზონტალური მუშაობის რეჟიმის
ღილაკს(6).
Bosch Power Tools 1 609 92A 7AN | (14.12.2021)

Table of Contents

Related product manuals