81
ქართული
1. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
ინფორმაცია
• მოცემული მოწყობილობის გამოყენება დასაშვებია 8 წელზე მეტი
ასაკის ბავშვებისა და იმ პირთა მიერ, რომელთაც აღენიშნებათ
შეზღუდული ფიზიკური, მგრძნობელობითი ან ფსიქიკური
შესაძლებლობები ან თუკი მათ არ გააჩნიათ მისი მოხმარებისათვის
საჭირო გამოცდილება თუ ცოდნა, მხოლოდ შესაბამისი
ზედამხედველობის არსებობის პირობებში, ან იმ შემთხვევაში, თუკი
მათ მიეცათ მოწყობილობის უსაფრთხო გამოყენებისა და სავარაუდო
საფრთხეების შესახებ ინფორმაცია. ბავშვების მოწყობილობასთან
თამაში დაუშვებელია. გასუფთავება და მომხმარებლის მიერ
მოწყობილობის შეკეთება არ უნდა განხორციელდეს ბავშვების
მიერ, თუკი ისინი არ არიან მინიმუმ 8 წლის ასაკის და არ
იმყოფებიან შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ.
• მოწყობილობა არ არის გამიზნული ისეთ პირთა (მათ შორის
ბავშვები) მიერ გამოსაყენებლად, რომელთაც აღენიშნებათ
შეზღუდული ფიზიკური, მგრძნობელობითი ან ფსიქიკური
შესაძლებლობები ან არ აქვთ სათანადო გამოცდილება და
ცოდნა, იმ შემთხვევაში, თუკი არ ხდება მათზე მეთვალყურეობა
ან არ ეძლევათ შესაბამისი ინსტრუქციები, რომლებიც მოიცავს
მოწყობილობის უსაფრთხო გზით გამოყენებას და თუკი ისინი ვერ
იაზრებენ იმ საფრთხეებს, რომლებიც შესაძლოა დადგეს პირის
მიერ მათივე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის არასათანადო
გათვალისწინებით. მოწყობილობასთან თამაშის პრევენცის
მიზნით, უნდა მიმდინარეობდეს ბავშვებზე ზედამხედველობა.
• გთხოვთ, 8 წლამდე ასაკის ბავშვებს მოარიდოთ აეროგრილი და
კვების კაბელი.
• მოწყობილობის სამიზნე გამოყენება მხოლოდ საოჯახო
პირობებში მოხმარებას შეესაბამება.
• კვების კაბელის დაზიანებისა თუ გაწყვეტის შემთხვევაში,
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან
ასარიდებლად, მისი გამოცვლა უნდა მოხდეს მომსახურების
აგენტის ან მსგავსი კვალიფიკაციის მქონე პირთა მიერ.
• გამოყენების განმავლობაში, წვდომადი ზედაპირები შესაძლოა
გაცხელდეს.
• მოწყობილობის მუშაობის განმავლობაში, ნუ დაფარავთ ჰაერის
შემავალ და ჰაერის გამომავალ ღიობებს.
• შესამოწმებლად ან შესაკეთებლად ყოველთვის დააბრუნეთ
მოწყობილობა ავტორიზებულ მომსახურების ცენტრში.
• ნუ ეცდებით მოწყობილობის თავად შეკეთებას.
• ნუ მოათავსებთ მოწყობილობას ბუნებრივი აირის ცხელი
ღუმლის ან ნებისმიერი სახის ელექტრული ღუმლის, ელექტრო
ზედაპირების სიახლოვეს ან გახურებულ ღუმელში.
• ყოველთვის დარწმუნდით, რომ კვების ჩამრთველი დენცქვიტაში
სწორედაა მოთავსებული.