EasyManua.ls Logo

Electrolux 800 - Page 87

Electrolux 800
258 pages
Print Icon
To Next Page IconTo Next Page
To Next Page IconTo Next Page
To Previous Page IconTo Previous Page
To Previous Page IconTo Previous Page
Loading...
87
ქართული
7. მოწყობილობის ჩასართავად
დააჭირეთ „ჩართვის/გათიშვის“
ღილაკს.
8. აირჩიეთ წინასწარ გაწერილი
რეცეპტი, მზადების რეჟიმი ან
სურვილისამებრ, მანუალურად
მოახდინეთ ტემპერატურისა და
დროის რეგულირება.
9. საკვების მომზადების დასაწყებად,
დააჭირეთ „დაწყება/დაპაუზების“
ღილაკს.
შენიშვნა:
არჩევანის დასადასტურებლად
გაისმება მართვის პანელის
ღილაკების ხმოვანი სიგნალი.
„დაწყება/დაპაუზების“ ღილაკის
დაჭერისას მოწყობილობა
ავტომატურად იწყებს წინასწარ
გაცხელებას. წინასწარ გაცხელების
განათება 5 წუთამდე დროის
მანძილზე რჩება ანთებული. დროის
ტაიმერი იწყებს ათვლას მაშინვე,
როცა მზადების ტემპერატურა
მიიღწევა.
10. დაპროგრამებული დროის ბოლოს,
პანელზე ჩნდება „END“, 3 „ხმოვანი“
სიგნალის ხმასთან ერთად.
11. კარის გასაღებად მოქაჩეთ
სახელურს.
12. საკვების ამოსაღებად გამოიყენეთ
ცეცხლგამძლე ჭურჭელი და
მოათავსეთ იგი კონტეინერში.
აფრთხილება
კარის გაღებისას მოარიდეთ
გამოთავისუფლებულ ორთქლს სახე,
მკლავები და ხელები.
13. მზადების დასრულების შემდეგ
გამორთეთ მოწყობილობა ან თუკი
გსურთ კიდევ უფრო მეტი საკვების
მომზადება, დაუბრუნდით მე-8
ნაბიჯს.
4.4 მავთულის თაროები
1. მოწყობილობა მოათავსეთ
სტაბილურ, სწორ და სიცხისადმი
მედეგ ზედაპირზე ისე, რომ კარის
გასაღებად დარჩეს საკმარისი
ადგილი.
2. მავთულის თაროები გამოიყენეთ
ხილის/ბოსტნეულის
დეჰიდრატაციისას.
შენიშვნა: ორივე მავთულის თაროს
ერთსა და იმავე დროს გამოყენების
შემთხვევაში, უფრო თანაბარი
მზადებისათვის, გირჩევთ გაცვალოთ
მავთულის თაროების პოზიციები შუა
მზადებისას.
4.5 კალათი
საკვების მოთავსების ან გამოღებისას
საჭიროა კალათზე დამაგრებული იყოს
მისი სახელური.
1. დააჭირეთ სახელურის გვერდებს(A)
და მოარგეთ სახელური კალათის
ღიობებში.

Table of Contents

Related product manuals