ფერის ტემპერატურა
შეცვალეთ გამოსახულების საერთო ფერის რეჟიმი.
სტრიქონი Color Temperature -ის (ფერის ტემპერატურა) ასარჩევად
დააჭირეთ ღილაკს ▼ / ▲, შემდეგ დამხმარე მენიუს გასახსნელად
დააჭირეთ ღილაკს OK.
რეჟიმის (ხელმისაწვდომი რეჟიმი: ცივი, საშუალო, თბილი)
ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს ◄ / ►.
თუ ფერის ტემპერატურა User-ის რეჟიმშია დაყენებული, მაშინ
თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად დააყენოთ წითელი, მწვანე
და ცისფერი ფერების რაოდენობა.
ცივი ცისფერი ტონების სიჭარბე
საშუალო თბილი და ცივი ტონალობის გამოყენება
თბილი წითელი ტონების სიჭარბე.
ხმაურის შერბილება
გამოსახულების ხმაურის ფილტრაცია და შემცირება, სურათის
ხარისხის გაუმჯობესება.
სტრიქონი Noise Reduction-ის (ხმების შერბილება) ასარჩევად
დააჭირეთ ღილაკს ▼ / ▲, შემდეგ დააჭირეთ OK-ს დამხმარე
მენიუს გასახსნელად.
Off ხმაურის ფილტრაციის გამორთვა
Low სუსტი ხმაურების გამოცნობა და შემცირება
Middle საშუალო ხმაურების გამოცნობა და შემცირება
High ძლიერი ხმაურების გამოცნობა და შემცირება
Default პარამეტრების დაყენება ნაგულისხმევად.
გარჩევადობის დაყენება HDMI-ს რეჟიმში
სტრიქონი HDMI Mode -ს ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს ▼ / ▲,
შემდეგ დააჭირეთ ღილაკს OK, დამხმარე მენიუს გასახსნელად.
რეჟიმის (გამოსახულებების საყურებლად ხელმისაწვდომი
რეჟიმი: Auto, Video, PC) ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს ◄ / ►.
გამოსახულება