პაროლის დაყენება
მთავარი მენიუს გასახსნელად დააჭირეთ ღილაკს
MENU. მთავარ მენიუში სტრიქონი Lock -ის (პაროლი)
ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს ◄ / ►.
1. ხმის ოფციის ასარჩევად, რომლის დაყენებაც
გსურთ, დააჭირეთ ▼ / ▲.
2. ცვლილებების მისაღებად დააჭირეთ Enter -ს.
3. პარამეტრების დაყენების დასრულებისთანავე
დააჭირეთ Enter-ს, რათა შეინარჩუნოთ
ცვლილებები და დაუბრუნდეთ მთავარ მენიუს.
პაროლის სისტემა
სტრიქონი Lock System -ის (პაროლის სისტემა) ასარჩევად დააჭირეთ
ღლაკს ▼ / ▲, შემდეგ დააჭირეთ Enter-ს შემდგომი 3 ფუნქციის
ჩასართავად.
სტანდარტულად დაყენებული პაროლია 0000, თუ თქვენ
დაგავიწყდათ თქვენი პაროლი, გთხოვთ დარეკოთ მომსახურეობის
ცენტრში.
პაროლის დაყენება
სტრიქონი Set Password -ის (პაროლის დაყენება) ასარჩევად
დააჭირეთ ▼ / ▲, შემდეგ დააჭირეთ Enter-ს, ახალი პაროლის
დაყენების მიზნით დამხმარე მენიუს გასახსნელად.
პაროლი ცალკეულ არხზე
სტრიქონი Channel Lock -ის (არხის პაროლის დაყენება) ასარჩევად
დააჭირეთ ▼ / ▲, შემდეგ დააჭირეთ Enter-ს არხების სიის დამხმარე
მენიუს გასახსნელად.
არხზე პაროლის დასაყენებლად ან მოსახსნელად დააჭირეთ
ღილაკს Green.
მშობლების ზედამხედველობა
სტრიქონი Parental Guidance -ის (მშობლების ზედამხედველობა)
ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს ▼ / ▲ შემდეგ დააჭირეთ Enter-ს
დამხმარე მენიუს გასახსნელად და იმ ციფრის ასარჩევად, რომელიც
შეესაბამება თქვენი ბავშვების ასაკს.
ტელევიზორის წინა პანელის ბლოკირება (Key Lock)
სტრიქონი Key Lock -ის ასარჩევად დააჭირეთ ▼ / ▲, შემდეგ დააჭირეთ
◄ / ► ბლოკირების ჩასართავად ან გამოსართავად.
როცა მუშაობს ბლოკირების რეჟიმი და ტელევიზორის პანელზე
განლაგებული ღილაკები დაჭერაზე არ რეაგირებენ, გამოიყენეთ
დისტანციური მართვის პულტი.