1494
ქართული ენა
ძირიდან წყლის წვეთები
გამოდის.
ნადებისგან გასუფთავების
პროცედურის შემდეგ უთოს
ძირიდან შეიძლება გამოვიდეს
ნარჩენი წყალი.
უთოს ძირი გაამშრალეთ
ქსოვილის ნაჭრით. თუ
ნადებისგან გასუფთავების
ინდიკატორი მაინც აგრძელებს
ციმციმს და მოწყობილობა
ხმოვან სიგნალს გამოსცემს,
შეასრულეთ ნადებისგან
გასუფთავების პროცედურა
(იხილეთ თავი „ნადებისგან
გასუფთავების ჭკვიანი
სისტემა“).
ნადებისგან გასუფთავების
პროცედურა არ დასრულებულა.
ნადებისგან გასუფთავების
პროცედურა ისევ უნდა
შეასრულოთ (იხილეთ თავი
„ნადებისგან გასუფთავების
ჭკვიანი სისტემა“).
მილში ორთქლი წყლად
გარდაიქმნება პირველად
გამოყენების დროს ან დიდი
ხნის განმავლობაში
გამოუყენებლობის შემდეგ.
ეს ნორმალურია. უთო შორს
დაიჭირეთ ქსოვილიდან და
დააჭირეთ ორთქლის
გამომშვებს. დაელოდეთ, სანამ
უთოს ძირიდან წყლის ნაცვლად
ორთქლი არ გამოვა.
უთოს გამოყენების შემდეგ
ქსოვილზე კვალი ან ბრჭყვიალა
შეფერილობა რჩება.
დასაუთოებელი ზედაპირი
არათანაბარი იყო, მაგალითად,
იმიტომ, რომ ქსოვილის ნაკერი
ან ნაკეცი დააუთოვეთ.
კვალი ან ბრჭყვიალა
შეფერილობა სამუდამო არაა
და გარეცხვის შემთხვევაში
ამოვა. არ დააუთოოთ ნაკერები
და ნაკეცები ან ასეთ ადგილებს
შეგიძლიათ ბამბის ქსოვილი
დააფაროთ, რომ დაუთოების
შემდეგ კვალი არ დაეტყოს.