ქართული ენა
225
ქართული ენა
ქართული ენა
შინაარსი
შესავალი _______________________________________________________________________________ 225
ზოგადი აღწერილობა ____________________________________________________________________ 226
დანიშნულებისამებრ გამოყენება და გამოყენების ინსტრუქცია ____________________________ 226
მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ _____________________________________ 226
პირველ გამოყენებამდე _________________________________________________________________ 229
გასუფთავება და დეზინფექცია ___________________________________________________________ 229
რძის საწველი ტუმბოს გამოყენება _______________________________________________________ 232
გამოიყენეთ რძის საწველი ტუმბო როდესაც გაქვთ გადავსების სიმპტომები________________ 237
გამოყენების შემდეგ ____________________________________________________________________ 238
დედის რძის ჭმევა ბოთლით______________________________________________________________ 239
თავსებადობა ___________________________________________________________________________ 242
აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების შეკვეთა _______________________________________ 242
გადამუშავება ___________________________________________________________________________ 242
გარანტია და მხარდაჭერა________________________________________________________________ 242
დიაგნოსტიკა____________________________________________________________________________ 243
არასასურველი გვერდითი მოვლენები ____________________________________________________ 244
შენახვის პირობები ______________________________________________________________________ 245
ელექტრომაგნიტური ველები (EMF) _______________________________________________________ 245
ტექნიკური ინფორმაცია _________________________________________________________________ 245
სიმბოლოების აღწერა ___________________________________________________________________ 248
შესავალი
გილოცავთ შენაძენს და მოგესალმებით Philips Avent-ში! სრულად რომ ისარგებლოთ იმ
მხარდაჭერით, რომელსაც Philips Avent-ი გთავაზობთ, დაარეგისტრირეთ თქვენი რძის გამოსაწველი
ტუმბო აქ www.philips.com/mybreastpump.
Philips Avent-ის ერთმაგი/ორმაგი Premium Plus-ის ელექტრო საწველი ტუმბო შექმნილია ბავშვების
და მათი ბუნებრივი წოვის მოძრაობის საფუძველზე. სილიკონის რბილი ბალიში ააქტიურებს
დვრილს ნაზი მასაჟისმაგვარი მოძრაობით, რომელიც გეხმარებათ კომფორტულად და ეფექტურად
გამოიწველოთ რძე. წოვისა და დვრილის გააქტიურების კომბინაცია იწვევს რძის ნაკადს. სწორი
დიზაინი საშუალებას გაძლევთ დაჯდეთ მოსვენებულ, გამართულ მდგომარეობაში გამოწველის
დროს.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს
ბავშვის ძუძუთი კვებას განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში და დედის რძით
კვების გაგრძელებას ორი წლის მანძილზე დამატებითი კვების მიცემის შემდეგ. ეს იმიტომ, რომ
თქვენი რძე განსაკუთრებით ბავშვის საჭიროებებზე არის მორგებული და ხელს უწყობს
ინფექციებისა და ალერგიების წინააღმდეგ თქვენი შვილის დაცვას. ძუძუთი ხანგრძლივი
კვებისათვის, თქვენ შეგიძლიათ გამოიწველოთ და შეინახოთ რძე, შესაბამისად, ბავშვს ექნება
შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სიკეთით მაშინაც კი, როცა იქ არ ხართ და თქვენით ვერ აჭმევთ.
რამდენადაც ტუმბო გამოსაყენებლად კომპაქტური, ჩუმი და მოსახერხებელია, თქვენ შეგიძლიათ
ის წაიღოთ ნებისმიერ ადგილას, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენით გამოიწველოთ რძე და
განაგრძოთ მისი ბავშვისათვის მიცემა.
თუ ძუძუთი კვება კარგად მიდის, სასურველია (თუ სხვა რამ არ არის რეკომენდებული ჯანდაცვის
სფეროს სპეციალისტის მიერ) თქვენ დაელოდოთ რძის მოსვლას და ძუძუთი კვების გრაფიკის
დადგენას (ჩვეულებრივ, მშობიარობიდან 2-4 კვირაში) სანამ დაიწყებდეთ გამოწველას.