EasyManua.ls Logo

Philips AVENT Plus SCF391 - დიაგნოსტიკა

Philips AVENT Plus SCF391
251 pages
Print Icon
To Next Page IconTo Next Page
To Next Page IconTo Next Page
To Previous Page IconTo Previous Page
To Previous Page IconTo Previous Page
Loading...
243
ქართული ენა
ქართული ენა
დიაგნოსტიკა
ამ თავში შეჯამებულია ყველაზე ხშირი პრობლემები, რომელსაც შეიძლება წააწყდეთ რძის
საწველთან დაკავშირებით. თუ ვერ აგვარებთ პრობლემას ქვემოთ მოცემული ინფორმაციით, მაშინ
ეწვიეთ ვებგვერდს www.philips.com/support ხშირად დასმული შეკითხვების სიისთვის ან
დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში არსებულ Philips-ის მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრს.
პრობლემა გამოსავალი
მე ვგრძნობ ტკივილს
როდესაც ვიყენებ რძის
საწველ ტუმბოს.
- აირჩიეთ წოვის დონე, რომელიც თქვენთვის არის კომფორტული.
- შეამოწმეთ დაზიანებულია თუ არა სილიკონის დიაგრამა (არ აქვს
მცირე ზომის ნაკაწრები, ნახვრეტები და ა.შ.).
- დარწმუნდით, რომ თქვენი დვრილი მოთავსებულია ბალიშის
ცენტრში.
- თუ ტკივილი ნარჩუნდება, შეწყვიტეთ რძის საწველი ტუმბოს
გამოყენება და კონსულტაცია გაიარეთ ჯანდაცვის სფეროს
წარმომადგენელთან.
რძის საწველი ტუმბო
არ ირთვება
(ინდიკატორის
ნათურები არ ირთვება).
- შეამოწმეთ იყენებთ თუ არა გადამყვანს, რომელიც ახლავს
მოწყობილობას და რომ გადამყვანი სწორად არის მიერთებული
ძრავაზე და კედლის როზეტზე.
- შეაერთეთ გადამყვანი კედლის სხვა როზეტში. შემდეგ დააჭირეთ და
გეჭიროთ ჩართვა/გამორთვის ღილაკი რძის საწველი ტუმბოს
ჩართვის ფუნქციის შესამოწმებლად.
- თუ პრობლემა არ აღმოიფხვრა, მაშინ დაუკავშირდით
მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრს www.philips.com/support-ის
მეშვეობით.
ინდიკატორის ყველა
ნათურა ძრავზე ინთება
და მოწყობილობა
ავტომატურად ითიშება.
- სცადეთ ძრავის ხელახლა ჩართვა.
- შეამოწმეთ იყენებთ თუ არა გადამყვანს, რომელიც თან ახლავს
მოწყობილობას.
- თუ პრობლემა არ აღმოიფხვრა, მაშინ დაუკავშირდით
მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრს www.philips.com/support-ის
მეშვეობით.
ვერ ვგრძნობ, რომ
წოვის ფუნქცია/წოვის
დონე არის ძალიან
დაბალი.
- თუ შესაძლებელია, სცადეთ წოვის უფრო მაღალი დონე.
- შეამოწმეთ სწორად არის თუ არა აწყობილი სილიკონის დიაგრამა
(იხილეთ „რძის საწველი ტუმბოს აწყობა”).
- შეამოწმეთ დაზიანებულია თუ არა თეთრი სარქველი და რამდენად
სწორად არის აწყობილი (იხილეთ „რძის საწველი ტუმბოს აწყობა”).
- შეამოწმეთ რძის საწველი ტუმბოს სხვა ნაწილები დაუზიანებელია
თუ არა და აწყობილია თუ არა სწორად (იხილეთ „რძის საწველი
ტუმბოს აწყობა”).
- დარწმუნდით, რომ რძის საწველი ტუმბო სწორად არის
მოთავსებული მკერდზე, რომ უზრუნველყოს რძის საწველსა და
მკერდს შორის ჰერმეტულობა.
- თუ ჯერ კიდევ ვერ გრძნობთ წოვას, გთხოვთ დაუკავშირდეთ
მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრს www.philips.com/support-ის
მეშვეობით.

Table of Contents

Related product manuals