228
ქართული ენა
გაფრთხილება მკერდის და დვრილის პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ტკივილის
ჩათვლით:
-
არ გამოიყენოთ რძის საწველი ტუმბო თუ სილიკონის დიაგრამა დაზიანებული ან გატეხილია.
იმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ უნდა მიიღოთ შესაცვლელი ნაწილები,
იხილეთ თავი „აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების შეკვეთა“.
-
გამოიყენეთ მხოლდ Philips Avent-ის მიერ რეკომენდებული აქსესუარები და ნაწილები.
-
რძის საწველი ტუმბოს ძრავში არ არის მომხმარებლის მიერ გამოყენებადი ნაწილები.
-
არ არის ნებადართული რძის საწველი ტუმბოს სახეცვლილება. თუ ასე მოიქცევით, მაშინ თქვენი
საგარანტიო ფურცელი ძალას დაკარგავს.
-
არასოდეს გამოიყენოთ რძის საწველი ტუმბო მძინარე ან მთვლემარე მდგომარეობაში,
გამოყენებისას ყურადღების ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად.
-
ყოველთვის გათიშეთ რძის საწველი ტუმბო ვიდრე მოიხსნით ტუმბოს კორპუსს მკერდიდან,
ვაკუუმისაგან გასათავისუფლებლად.
-
თუ ვაკუუმი არაკომფორტულია ან ტკივილს იწვევს, გამორთეთ და მოიხსენით რძის საწველი
ტუმბო მკერდიდან.
-
ხუთ წუთზე მეტხანს არ განაგრძოთ გამოტუმბვა თუ ვერ იწველით რძეს. დღის განმავლობაში
სხვა დროს სცადეთ გამოწველა.
-
თუ პროცესი ხდება ძალიან არაკომფორტული ან მტკივნეული, შეწყვიტეთ ტუმბოს გამოყენება
და კონსულტაციისთვის მიმართეთ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტს.
გაფრთხილებები რძის საწველი ტუმბოს დაზიანებისა და მწყობრიდან გამოსვლის თავიდან
ასაცილებლად:
-
პორტატული რადიო სიხშირის (RF) საკომუნიკაციო აპარატი (მობილური ტელეფონების და გარე
მოწყობილობების ჩათვლით, როგორიცაა ანტენის კაბელები და გარე ანტენები) არ უნდა იყოს
30cm-ზე ახლოს რძის საწველი ტუმბოს არც ერთ ნაწილთან, გადამყვანის ჩათვლით. ამას
შესაძლებელია ჰქონდეს ნეგატიური გავლენა რძის საწველი ტუმბოს მუშაობაზე.
-
უნდა მოერიდოთ ამ აპარატის სხვა აპარატის მიმდებარედ ან მის გვერდით გამოყენებას,
ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს მისი არასათანადო მუშაობა.
გაფრთხილება გაზრდილი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ან მოწყობილობის
ელექტრომაგნიტური ველების შემცირებული დაცვის თავიდან ასაცილებლად, რაც იწვევს
მის არასათანადოდ მუშაობას:
-
არ გამოიყენოთ სხვა გადამყვანი ან დამტენი კაბელი გარდა იმისა, რაც თან ახლავს
მოწყობილობას.
გაფრთხილება
გაფრთხილებები რძის საწველი ტუმბოს დაზიანებისა და მწყობრიდან გამოსვლის თავიდან
ასაცილებლად:
-
მოერიდეთ გადამყვანისა და ძრავის წყალთან კონტაქტს.
-
ძრავი ან გადამყვანი არასოდეს ჩადოთ წყალში ან ჭურჭლის სარეცხში, ვინაიდან ამან
შესაძლებელია გამოიწვიოს ამ ნაწილების სამუდამოდ დაზიანება.
-
მოაცილეთ გადამყვანი და სილიკონის მილები ცხელ ზედაპირს ამ ნაწილების გადახურების ან
დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად.