ქართული ენა
526
ქართული ენა
Სარჩევი
მნიშვნელოვანია ________________________________________________________________________ 526
გადამუშავება____________________________________________________________________________ 529
გარანტია და მხარდაჭერა _______________________________________________________________ 529
შესავალი ________________________________________________________________________________ 529
ზოგადი აღწერილობა____________________________________________________________________ 529
პირველ გამოყენებამდე _________________________________________________________________ 530
მომზადება პირველ გამოყენებამდე _____________________________________________________ 530
მოწყობილობის გამოყენება _____________________________________________________________ 530
გაწმენდა ________________________________________________________________________________ 537
შენახვა __________________________________________________________________________________ 538
პრობლემების აღმოფხვრა_______________________________________________________________ 539
მნიშვნელოვანია
ყურადღებით წაიკითხეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოწყობილობის
გამოყენებამდე და შეინახეთ მომავალში გამოსაყენებლად.
საფრთხე
-
მოწყობილობა არ მოათავსოთ გახურებულ ღუმელში, ცხელ გაზქურაზე,
ნებისმიერი სახის ელექტროქურებსა და სამზარეულოს
ელექტროქურებზე ან მათთან ახლოს.
-
მოწყობილობა არასდროს ჩადოთ წყალში და არ გარეცხოთ ონკანის
წყლით.
-
დენის დარტყმის თავიდან ასაცილებლად მოწყობილობაში არ უნდა
მოხვდეს წყალი ან სხვა სახის სითხე.
-
შესაწვავი ინგრედიენტები ყოველთვის მოათავსეთ ტაფაში, რათა
თავიდან აიცილოთ მათი კონტაქტი გამაცხელებელ ელემენტთან.
-
მოწყობილობის მუშაობისას არ დაფაროთ ჰაერის შემშვები და
გამომშვები ნახვრეტები.
-
ტაფა არ გაავსოთ ზეთით, რადგან ხანძრის გაჩენის საფრთხე შეიძლება
შეიქმნას.
-
აკრძალულია მოწყობილობის გამოყენება, თუ დაზიანებულია შტეკერი,
ქსელის კაბელი ან თავად მოწყობილობა.
-
აკრძალულია შიგნითა ნაწილზე შეხება მოწყობილობის მუშაობის
დროს.
-
აკრძალულია მითითებულ მაქსიმალურ ნიშნულზე მეტი საკვების
მოთავსება ტაფაში.
-
ყოველთვის შეამოწმეთ, თავისუფალია თუ არა გამათბობელი და
საკვები ხომ არ არის ჩარჩენილი მასში.
გაფრთხილება
-
საფრთხის თავიდან ასაცილებლად დაზიანების შემთხვევაში
ელექტროკაბელი უნდა გამოცვალოს Philips-მა, მისმა მომსახურების
აგენტმა ან მსგავსი კვალიფიკაციის მქონე პირებმა.
-
შეაერთეთ მოწყობილობა მხოლოდ დამიწებულ კედლის როზეტში,
რომელიც დაცულია დამიწების გაჟონვის ამომრთველით.
527 / 557 526 / 555 527 / 557