EasyManua.ls Logo

Philips NA231 - Page 528

Philips NA231
557 pages
Print Icon
To Next Page IconTo Next Page
To Next Page IconTo Next Page
To Previous Page IconTo Previous Page
To Previous Page IconTo Previous Page
Loading...
527
ქართული ენა
-
ყოველთვის შეამოწმეთ, სწორად არის თუ არა შეერთებული შტეკერი
კედლის როზეტში.
-
ეს მოწყობილობა არ არის განკუთვნილი გარე ტაიმერის ან ცალკე
დისტანციური მართვის სისტემის მიერ სამართავად.
-
ხელმისაწვდომი ზედაპირები გამოყენების დროს შეიძლება
გაცხელდეს.
-
ამ მოწყობილობის გამოყენება დასაშვებია ბავშვებისთვის 8 წლიდან
და ასევე შეზღუდული ფიზიკური, სენსორული ან მენტალური
შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ან გამოცდილებისა და
ცოდნის არმქონე პირებისთვის, თუ მათ მიიღეს ინსტრუქცია
მოწყობილობის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ან მეთვალყურეობის
ქვეშ იმყოფებიან და ესმით, რა საფრთხეები არსებობს.
-
ბავშვებმა არ უნდა ითამაშონ მოწყობილობით. გაწმენდის და
ტექნიკური სამუშაოები არ უნდა შეასრულონ ბავშვებმა, რომლებიც
მინიმუმ 8 წლის არ არიან და მეთვალყურეობის ქვეშ არ იმყოფებიან.
-
მოწყობილობა და მისი კაბელი შეინახეთ 8 წლამდე ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას.
-
მოწყობილობა არ განათავსოთ კედლის ან სხვა მოწყობილობების წინ.
დატოვეთ მინიმუმ 10 სმ თავისუფალი სივრცე მოწყობილობის უკან,
ორივე მხარეს და ზემოთ. არ დადოთ არაფერი მოწყობილობის თავზე.
-
ცხელი ჰაერით შეწვისას ჰაერის გამომშვები ნახვრეტებიდან ცხელი
ორთქლი გამოდის. ხელები და სახე უსაფრთხო მანძილით მოაშორეთ
ორთქლს და ჰაერის გამომშვებ ნახვრეტებს. ამასთან ერთად,
მოწყობილობიდან ტაფის ამოღებისას, ყურადღებით იყავით ცხელ
ორთქლთან და ჰაერთან.
-
მოწყობილობაში არასდროს გამოიყენოთ მსუბუქი ინგრედიენტები ან
საცხობი ქაღალდი.
-
გამოყენების დროს ხელმისაწვდომი ზედაპირები შეიძლება
გაცხელდეს.
-
კარტოფილის შენახვა: ტემპერატურა შენახული კარტოფილის
სახეობის შესაფერისი უნდა იყოს და 6°C- აღემატებოდეს, რათა
მინიმუმამდე შემცირდეს მომზადებულ საკვებში აკრილამიდის
ზემოქმედების რისკი.
-
ტაფა არასდროს გაავსოთ ზეთით.
-
ამ მოწყობილობას გამართული მუშაობისთვის სჭირდება გარემოს
ტემპერატურა 5°C-დან 40°C-მდე.
-
მოწყობილობის შეერთებამდე შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა მასზე
მითითებული ძაბვა ადგილობრივი ელექტროქსელის ძაბვას.
-
მოაშორეთ ელექტროქსელის კაბელი ცხელ ზედაპირებს.
-
მოწყობილობა არ მოათავსოთ ისეთ აალებად მასალებთან ახლოს,
როგორიცაა მაგიდის გადასაფარებელი ან ფარდა.
-
მოწყობილობა გამოიყენეთ მხოლოდ ამ სახელმძღვანელოში
აღწერილი მიზნით და Philips-ის ორიგინალ აქსესუარებთან ერთად.
-
არ ამუშაოთ მოწყობილობა მეთვალყურეობის გარეშე.
-
მოწყობილობის გამოყენების დროს და შემდეგ საკვების
მოსამმზადებელ ნაწილში მოთავსებული ტაფა და აქსესუარები
ცხელდება. ყოველთვის ფრთხილად მოეპყარით მათ.
-
პირველ ჯერზე მოწყობილობის გამოყენებამდე გულდასმით
გაასუფთავეთ საკვებთან შეხების მქონე ნაწილები. გაეცანით ამ
სახელმძღვანელოში მოცემულ ინსტრუქციას.
528 / 557 527 / 555 528 / 557

Table of Contents

Related product manuals