528
ქართული ენა
ყურადღება
-
ეს მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ სახლის ნორმალურ
პირობებში გამოსაყენებლად. ის არაა განკუთვნილი ისეთ გარემოში
გამოსაყენებლად, როგორიცაა მაღაზიების, ოფისების, ფერმებისა თუ
სხვა სახის სამუშაო სივრცეების სამზარეულოები. ასევე, ის არაა
განკუთვნილი სასტუმროებში, მოტელებში, მინისასტუმროებსა და სხვა
სახის საცხოვრებელ სივრცეებში გამოსაყენებლად.
-
მოწყობილობის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებამდე, აწყობამდე,
დაშლამდე, შენახვამდე ან გაწმენდამდე შტეკერი ყოველთვის
გამოაძვრეთ კვების წყაროდან.
-
მოწყობილობა მოათავსეთ ჰორიზონტალურ, თანაბარ და სტაბილურ
ზედაპირზე.
-
თუ მოწყობილობა არასათანადოდ გამოიყენება პროფესიული ან
ნახევრად პროფესიული მიზნებისათვის, ან არ გამოიყენება
მომხმარებლის სახელმძღვანელოს ინსტრუქციების შესაბამისად,
გარანტია ძალადაკარგულად ჩაითვლება და გამოწვეულ ზიანთან
დაკავშირებით Philips-ი უარს იტყვის ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე.
-
შესამოწმებლად ან შესაკეთებლად მოწყობილობა ყოველთვის
დააბრუნეთ Philips-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში. არ სცადოთ
მოწყობილობის დამოუკიდებლად შეკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში
გარანტია ძალას დაკარგავს.
-
გამოყენების შემდეგ ყოველთვის გამორთეთ მოწყობილობა
შტეფსელიდან.
-
დაელოდეთ მოწყობილობის გაგრილებას დაახლოებით 30 წუთი, სანამ
მის გასუფთავებას დაიწყებთ.
-
ამ მოწყობილობაში მომზადებული ინგრედიენტები მოოქროსფრო-
ყვითელი უნდა იყოს და არა მუქი ან ყავისფერი.
-
მოაცილეთ დამწვარი ნარჩენები. ახალი კარტოფილი არ შეწვათ 180°C-
ზე მაღალ ტემპერატურაზე (აკრილამიდის წარმოქმნის
შესამცირებლად).
-
საკვების მოსამზადებელი განყოფილების ზედა ნაწილის წმენდისას
ფრთხილად იყავით: გახურებული გამაცხელებელი ელემენტი,
ლითონის ნაწილების კუთხეები და შხეფებისგან დამცავი ფარი.
-
აეროგრილში საჭმელი ყოველთვის ბოლომდე უნდა მომზადდეს.
-
მომზადებული საკვების გადმოღებისას იყავით ფრთხილად, ასევე,
ფრთხილად იყავით, რომ არ დაგივარდეთ აქსესუარები.
ელექტრომაგნიტური ველები (EMF)
ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს მოქმედ სტანდარტებსა და
რეგულაციებს ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების შესახებ.
529 / 557 528 / 555 529 / 557