825
ქართული ენა
BrushPacer არის ინტერვალური ტაიმერი, რომელიც გაწმენდაში
გეხმარებათ, დაყავით პირის ღრუ 6 ნაწილად.
შენიშვნა: შესაძლოა დამატებითი დრო დაემატოს, როდესაც იყენებთ
White ან Gum Health რეჟიმებს.
SmarTimer-ი
SmartTimer-ი გიჩვენებთ, რომ წმენდის ციკლი დასრულებულია, წმენდის
ციკლის ბოლოს კბილის ჯაგრისის ავტომატური გამორთვით.
სტომატოლოგები რეკომენდაციას კბილის წმენდას დღეში 2-ჯერ უწევენ,
არანაკლებ 2 წუთისა.
შენიშვნა: თუ დააჭერთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს წმენდის ციკლის
დაწყების შემდეგ, კბილის ჯაგრისი დაპაუზდება. თუ დააჭერთ
ჩართვა/გამორთვის ღილაკს 30 წამის ფარგლებში, ტაიმერი ჩაირთვება,
რათა მოგცეთ წმენდის ციკლის დასრულების საშუალება. 30 წამიანი
პაუზის შემდეგ, SmartTimer-ი ახლიდან ჩაირთვება.
EasyStart
Philips Sonicare-ის მოდელს EasyStart-ის ფუნქცია უკვე გათიშული აქვს.
EasyStart ფუნქცია თანდათანობით ზრდის სიმძლავრეს პირველი 14
გაწმენდის დროს და გეხმარებათ Philips Sonicare-ით წმენდასთან
შეგუებაში. ფუნქცია EasyStart ყველა რეჟიმში მუშაობს.
*უარყოფა
როდესაც Philips Sonicare კბილის ჯაგრისი გამოიყენება კლინიკურ
კვლევებში, უნდა გამოიყენონ მაღალი ინტენსივობით, სრულად
დატენილი სახელურით და EasyStart-ის გათიშული ფუნქციით.
EasyStart-ის აქტივაცია (იხილეთ „ფუნქციების აქტივაცია ან
დეაქტივაცია”).
ჯაგრისის თავის გამოცვლის შესახებ შეხსენება
Philips Sonicare აღჭურვილია BrushSync ტექნოლოგიით, რომელიც
აკონტროლებს თქვენი ჯაგრისის თავის ცვეთას.
შენიშვნა: ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ BrushSync ტექნოლოგიის მქონე
Philips Sonicare-ის ჯაგრისის ჭკვიან თავებთან.
1
როდესაც პირველად ამაგრებთ ჯაგრისის ახალ ჭკვიან თავს,
სახელური აღიქვამს, რომ თქვენ გაქვს Philips-ის ჯაგრისის თავი
BrushSync-ის ტექნოლოგიით და იწყებს ჯაგრისის ცვეთის კონტროლს.