EasyManua.ls Logo

Philips sonicare 6500 - Page 817

Philips sonicare 6500
859 pages
Print Icon
To Next Page IconTo Next Page
To Next Page IconTo Next Page
To Previous Page IconTo Previous Page
To Previous Page IconTo Previous Page
Loading...
817
ქართული ენა
6
შექმენით ანგარიში აპის მეშვეობით. უახლეს გაუმჯობესებებსა და
ფუნქციებზე წვდომისთვის შეასრულეთ ჩაშენებული პროგრამული
უზრუნველყოფის განახლება, თუ ეს მოგეთხოვებათ.
7
რეგულარულად გაიწმინდეთ აპთან დაკავშირებული კბილის
ჯაგრისით. როცა რეგულარულად ახდენთ კბილის ჯაგრისის აპთან
სინქრონიზაციას, შეგიძლიათ მიიღოთ სიახლეები, თუ როგორ
გააუმჯობესოთ პერორალური სიჯანსაღე.
8
მოახდინეთ სინქრონიზაცია რეგულარულად.
9
ახლოს იქონიეთ ტელეფონი კბილის ჯაგრისთან მონაცემების
ოპტიმალური გადატანისათვის.
სინქრონიზაცია ხელის რეჟიმით: აპის
ფუნქციებით/შესაძლებლობებით რომ ისარგებლოთ, დააკავშირეთ
კბილის ჯაგრისი აპთან ყოველ ორ კვირაში.
ავტომატური სინქრონიზაცია: ადგილმდებარეობის შემოწმების
ნებართვა აპის რეგულირებისას. ადგილმდებარეობის ნებართვების
დაშვებით, თქვენმა ტელეფონმა იცის, როდის არის ის თქვენი კბილის
ჯაგრისის კავშირის დიაპაზონში და შეუძლია, განაახლოს წმენდის
მონაცემები აპში, ახალი ინფორმაციისა და რეკომენდაციების
მისაწოდებლად.
შენიშვნა: აპლიკაციის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ თქვენი
ტელეფონის Bluetooth ჩართულია, რათა კბილის ჯაგრისმა შეძლოს
თქვენი ჯაგრისის მონაცემების გადატანა და განახლება აპში. ხეხვის
მონაცემების შეგროვების მიზეზებთან დაკავშირებით შეკითხვების
შემთხვევაში გაეცანით Sonicare-ს კონფიდენციალურობის დებულებას,
რომელიც ხელმისაწვდომია აპის დაყენების მთელ პროცესში.
აპლიკაცია - მახასიათებლები
Sonicare-ს კბილის ელექტროჯაგრისი აღჭურვილია ჭკვიანი სენსორებით
იმისთვის, რომ უკუკავშირის მეშვეობით გაგაცნოთ ხეხვის თქვენი
ჩვევები, მათ შორის:
- ხეხვის ყოველდღიური სესიები
- ხეხვის თითოეული სესიის განმავლობაში დახარჯული დრო
- ხეხვისას გამოყენებული დაწოლა
- პერსონალიზებული რჩევები და ეფექტური რეკომენდაციები
- შეხსენება ჯაგრისის თავის გამოცვლის შესახებ (რეალური
გამოყენების მიხედვით)
Sonicare-ს აპი აგროვებს ჭკვიანი სენსორების მიერ მიწოდებულ
მონაცემებს და აკონტროლებს ხეხვის თქვენს ჩვევებს დროთა
განმავლობაში.

Table of Contents

Related product manuals