818
ქართული ენა
დაწყება
ჯაგრისის თავის დამაგრება
1
გაასწორეთ ჯაგრისის თავი ისე, რომ ჯაგრულა სახელურის წინა მხრის
მიმართულებით იყოს.
2
მაგრად დააჭირეთ თავი მეტალის სამაგრზე, სანამ არ გაჩერდება.
შენიშვნა: ნორმალურია, თუ ჯაგრისის თავსა და სახელურს შორის
მცირე არეს შენიშნავთ.
Philips Sonicare კბილის ჯაგრისის გამოყენება
თუ თქვენს Sonicare კბილის ჯაგრისს პირველად იყენებთ, ნორმალურია
უფრო მეტი ვიბრაციის შეგრძნება, ვიდრე არაელექტრო კბილის
ჯაგრისის გამოყენებისას. პირველად მომხმარებლებისთვის ზედმეტი
ზეწოლის გამოყენება ბუნებრივია. დააწექით ნაზად და მიეცით კბილის
ჯაგრისს საშუალება, რომ კბილები გაგიხეხოთ. გთხოვთ, დაიცავით
ქვემოთ მოცემული გაწმენდის ინსტრუქციები საუკეთესო
გამოცდილებისათვის.
ახალ Sonicare ელექტრო კბილის ჯაგრისზე გადასვლაში
დასახმარებლად, გამოიყენეთ შედარებით დაბალი პარამეტრი პირველი
1-2 კვირისთვის, შემდეგ გადადით შედარებით მაღალ პარამეტრზე.