576
ქართული ენა
- გამოიყენეთ მხოლოდ Philips-ის ორიგინალი
აქსესუარები ან მოხმარების საგნები. გამოიყენეთ
მხოლოდ ის USB დამტენი, რომელიც თან ახლავს
პროდუქტს.
- ეს მოწყობილობა არ შეიცავს ნაწილებს,
რომლებიც შეიძლება შეაკეთოს მომხმარებელმა.
დაზიანების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მისი
გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში
(იხილეთ 'გარანტია და მხარდაჭერა') არსებულ
მომხმარებლებზე ზრუნვის ცენტრს.
- არ დატენოთ პროდუქტი გარეთ ან გაცხელებულ
ზედაპირებთან ახლოს.
- არ გარეცხოთ პროდუქტის რომელიმე ნაწილი
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
- ეს მოწყობილობა შექმნილია მხოლოდ კბილების,
ღრძილებისა და ენის გასაწმენდად.
- შეწყვიტეთ მოწყობილობის გამოყენება და
გაესაუბრეთ სტომატოლოგს/ექიმს, თუ
გამოყენების შემდეგ ადგილი აქვს ზედმეტ
სისხლდენას ან თუ სისხლდენა 1 კვირის
განმავლობაში გამოყენების შემდეგ კვლავ
შეინიშნება, ასევე, დისკომფორტის ან ტკივილის
შეგრძნების შემთხვევაში.
- თუ გასულ 2 თვეში ორალური ან ღრძილების
ოპერაცია ჩაიტარეთ, ამ მოწყობილობის
გამოყენებამდე გაესაუბრეთ სტომატოლოგს.
- თუ ელექტროკარდიოსტიმულატორი ან სხვა
იმპლანტირებული მოწყობილობა გაქვთ,
გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან
იმპლანტირებული მოწყობილობის
მწარმოებელს.
- თუ სამედიცინო პრობლემები გაქვთ, ამ
მოწყობილობის გამოყენებამდე გაესაუბრეთ
თქვენს ექიმს.
- ეს მოწყობილობა პირადი ჰიგიენის ხელსაწყოა
და არ არის განკუთვნილი რამდენიმე პაციენტზე
გამოსაყენებლად სტომატოლოგიური
მომსახურებისას ან შესაბამის დაწესებულებაში.