585
ქართული ენა
QuadPacer-ი
QuadPacer-ი არის ინტერვალის ტაიმერი, რომელსაც
გააჩნია მოკლე სიგნალი და პაუზა, რომელიც
შეგახსენებთ, რომ თანაბრად და კარგად გაიხეხეთ
პირის ღრუს 4-ვე ნაწილი. Philips Sonicare კბილის
ჯაგრისს QuadPacer-ის ფუნქცია გააქტიურებული
აქვს.
SmartTimer-ი
SmartTimer-ი გიჩვენებთ, რომ წმენდის ციკლი
დასრულებულია, წმენდის ციკლის ბოლოს კბილის
ჯაგრისის ავტომატური გამორთვით.
სტომატოლოგები რეკომენდაციას კბილის წმენდას
დღეში 2-ჯერ უწევენ, არანაკლებ 2 წუთისა.
შენიშვნა: თუ დააჭერთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს
წმენდის ციკლის დაწყების შემდეგ, კბილის ჯაგრისი
დაპაუზდება. 30 წამიანი პაუზის შემდეგ, SmartTimer-ი
ახლიდან ჩაირთვება.
ფუნქციების აქტივაცია ან დეაქტივაცია
თქვენ შეგიძლიათ კბილის ჯაგრისის შემდეგი
ფუნქციების აქტივაცია ან დეაქტივაცია:
- EasyStart
- ჯაგრისის თავის გამოცვლის შესახებ შეხსენება
- ზეწოლის სენსორი
ამ ფუნქციების აქტივაციისთვის ან
დეაქტივაციისთვის მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:
EasyStart
1
დადეთ სახელური შეერთებულ დამტენზე.
2
ხანგრძლივად გეჭიროთ ჩართვა/გამორთვის
ღილაკზე, სანამ სახელური დამტენზე რჩება.
3
გეჭიროთ ხელი ჩართვა/გამორთვის ღილაკზე
ვიდრე არ გაიგებთ სამ მოკლე სიგნალს (3 წამის
შემდეგ).
4
აუშვით ხელი ჩართვა/გამორთვის ღილაკს.