589
ქართული ენა
შეცვლა
ჯაგრისის თავი
შეცვალეთ Philips Sonicare ჯაგრისის თავი ყოველ 3
თვეში ოპტიმალური შედეგის მისაღწევად.
გამოიყენეთ მხოლოდ Philips Sonicare-ს ჯაგრისის
სათადარიგო თავები.
მოდელის ნომრის მდებარეობა
შეხედეთ Philips Sonicare კბილის ჯაგრისის სახელურს
ძირზე მოდელის ნომრის სანახავად (HX36XX).
გარანტია და მხარდაჭერა
თუ გჭირდებათ ინფორმაცია ან მხარდაჭერა,
გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს
www.philips.com/support ან წაიკითხოთ
საერთაშორისო გარანტიის ბროშურა.
გარანტიის შეზღუდვები
საერთაშორისო გარანტიის პირობებით არ იფარება
შემდეგი:
- ჯაგრისის თავები.
- არაავტორიზებული სათადარიგო ნაწილების
გამოყენებით გამოწვეული ზიანი.
- არასწორად/ბოროტად გამოყენებით,
დაუდევრობით, შეტანილი ცვლილებებით ან
უნებართვო შეკეთებით გამოწვეული ზიანი.
- ბუნებრივი ცვეთა, მომტვრევის, გაფხაჭნის,
გაცვეთის, ფერის შეცვლისა თუ ფერის დაკარგვის
ჩათვლით.
გადამუშავება
- ეს სიმბოლო ნიშნავს, რომ ელექტრო პროდუქცია
და ბატარეები არ უნდა გადაყაროთ
საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
- დაიცავით თქვენს ქვეყანაში არსებული წესები
ელექტრო პროდუქციისა და ბატარეების ცალკე
შეგროვებასთან დაკავშირებით.