717
ქართული ენა
- Bluetooth მოწყობილობის მაქსიმალური გამომავალი სიმძლავრე
არის 3 dBm.
- NFC-ს რადიოსიხშირული ინტერფეისი შესაბამის პროდუქტებში
მუშაობს 13,56 მჰც-ზე.
- მოწყობილობის რადიოსიხშირული გამოსხივების მაქსიმალური
სიმძლავრე არის 30,16 dBm.
ევროკავშირის შესაბამისობის დეკლარაცია სრულად ხელმისაწვდომია
შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: www.philips.com/support
შენიშვნა: სხვადასხვა მოდელების მახასიათებლები შეიძლება
ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ზოგიერთი მოდელი შეიძლება არ
იყოს აღჭურვილი Bluetooth-ით ან NFC-თ.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია
პროდუქტზე შეიძლება გამოჩნდეს შემდეგი სიმბოლოები:
ეს სიმბოლო ნიშნავს, წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია
მოწყობილობის გამოყენებამდე.
ეს სიმბოლო ნიშნავს, გამოიყენოთ მითითებული კვების წყარო.
მიზნობრივი გამოყენება
Sonicare ელექტრო კბილის ჯაგრისები მიზნად ისახავს კბილებიდან
მიკრული ნადებისა და საკვების ნარჩენების მოცილებას კბილის
კარიესის შესამცირებლად, პირის ღრუს ჯანმრთელობის
გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად.