726
ქართული ენა
ჯაგრისის თავის გამოცვლის შესახებ შეხსენება
Philips Sonicare აღჭურვილია BrushSync ტექნოლოგიით, რომელიც
აკონტროლებს თქვენი ჯაგრისის თავის ცვეთას.
შენიშვნა: ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ BrushSync ტექნოლოგიის მქონე
Philips Sonicare-ის ჯაგრისის ჭკვიან თავებთან.
1
როდესაც პირველად ამაგრებთ ჯაგრისის ახალ ჭკვიან თავს,
სახელური აღიქვამს, რომ თქვენ გაქვს Philips-ის ჯაგრისის თავი
BrushSync-ის ტექნოლოგიით და იწყებს ჯაგრისის ცვეთის კონტროლს.
2
დროთა განმავლობაში, გამოყენებისას ზეწოლისა და ჯაგრისის თავის
გამოყენების საერთო დროის მიხედვით, სახელური აკონტროლებს
ჯაგრისის თავის ცვეთას და განსაზღვრავს ჯაგრისის თავის
ცვლილების ოპტიმალურ დროს. ეს ფუნქცია გაძლევთ კბილების
საუკეთესო მოვლისა და წმენდის გარანტიას.
3
როდესაც ჯაგრისის თავის შეცვლის ინდიკატორი ინთება
ქარვისფრად, უნდა შეცვალოთ ჯაგრისი თავი.
შენიშვნა: ჯაგრისის ყველა ჭკვიან თავს გააქტიურებული აქვს ჯაგრისის
თავის გამოცვლის შესახებ შეხსენების ფუნქცია. ჯაგრისის თავის
გამოცვლის შესახებ შეხსენების დეაქტივაციისთვის იხილეთ
„ფუნქციების აქტივაცია ან დეაქტივაცია“.
ჯაგრისის თავის რეჟიმის დაწყვილება
BrushSync ტექნოლოგიის მქონე ჯაგრისის თავები აღჭურვილია
მიკროჩიპით, რომელიც უკავშირდება სახელურს და ავტომატურად
უწყვილდება მას რეკომენდებული რეჟიმითა და ინტენსივობით.
BrushSync ტექნოლოგიის მქონე ჯაგრისის თავების უმეტესობა
ავტომატურად წყვილდება წმენდის რეჟიმთან. კონკრეტული
უპირატესობების მქონე ჯაგრისის თავები წყვილდება შესაბამის
რეჟიმთან (როდესაც შესაძლებელია), მაგალითები მოიცავს შემდეგს:
- W3 Premium White ან W DiamondClean (NAM) / W OptimalClean (ROW):
White რეჟიმი (ხელმისაწვდომობის შემთხვევაში)
შენიშვნა: თუ აირჩევთ რეჟიმის/ინტენსივობის შეცვლას
რეკომენდებული პარამეტრიდან, ჯაგრისის თავი დაიმახსოვრებს თქვენ
მიერ არჩეულ პარამეტრს კბილების შემდგომი გახეხვისთვის.