731
ქართული ენა
შენიშვნა: როდესაც ბატარეა ბოლომდე დაცლილია, Philips Sonicare
კბილის ჯაგრისი ითიშება. მოათავსეთ კბილის ჯაგრისის სახელური
დამმუხტველზე.
შენიშვნა: ბატარეა ყოველთვის სრულად დატენილი რომ გქონდეთ,
შეგიძლიათ, როცა Philips Sonicare კბილის ჯაგრისს არ იყენებთ,
დამმუხტველზე დატოვოთ.
გაწმენდა
კბილის ჯაგრისის სახელური
1
მოხსენით ჯაგრისის თავი და გარეცხეთ ლითონის ტარის ნაწილი და
ღილაკები თბილი წყლით. დარწმუნდით, რომ ამოიღეთ კბილის
პასტის ნარჩენი სახელურიდან და ღილაკების გარშემო, კვირაში
ერთხელ მაინც, მაგრამ სასურველია ყოველი გამოყენების შემდეგ.
გაფრთხილება: არ დააწვეთ რეზინის საცობს ლითონის ტარზე ან
ღილაკების გარშემო მჭრელი საგნებით, რადგანაც შეიძლება
ზიანი გამოიწვიოს.
2
გაამშრალეთ სახელურის ზედაპირი ნოტიო ნაჭრით.
შენიშვნა: არ ჩაუშვათ სახელური ნიჟარაში ჭარბი წყლის
მოსაცილებლად.
3
გაამშრალეთ სახელური რბილი ქსოვილით ან პირსახოცით.
ჯაგრისის თავი
1
გაავლეთ ჯაგრისის თავს და ჯაგრულას ყოველის გამოყენების
შემდეგ.