773
ქართული ენა
- გამოიყენეთ მხოლოდ Philips-ის ორიგინალი
აქსესუარები ან მოხმარების საგნები. გამოიყენეთ
მხოლოდ პროდუქტთან ერთად მოწოდებული
დამტენი. თუ მოწოდებულია, გამოიყენეთ
მხოლოდ ორიგინალი USB კაბელი და USB კვების
ბლოკი.
- ეს მოწყობილობა არ შეიცავს ნაწილებს,
რომლებიც შეიძლება შეაკეთოს მომხმარებელმა.
დაზიანების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მისი
გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში
არსებულ მომხმარებლებზე ზრუნვის ცენტრს. თუ
სადენი დაზიანებულია, შეცვალეთ დამტენი
ახლით.
- არ გამოიყენოთ დამტენები გარეთ, ან
გაცხელებულ ზედაპირებთან ახლოს.
- არ გარეცხოთ პროდუქტის რომელიმე ნაწილი
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
- ეს მოწყობილობა შექმნილია მხოლოდ კბილების,
ღრძილებისა და ენის გასაწმენდად.
- შეწყვიტეთ დაჭყლეტილი ან დაღუნული ჯაგრის
მქონე ჯაგრისის თავის გამოყენება. გამოცვალეთ
ჯაგრისის თავი ყოველ 3 თვეში ან უფრო მალე, თუ
შეინიშნება ცვეთის ნიშნები.
- მოერიდეთ ეთერის ზეთების ან ქოქოსის ზეთის
შემცველ პროდუქტებთან პირდაპირ შეხებას.
შეხების შედეგად, შესაძლოა, ჯაგრის პოზიცია
შეიცვალოს.
- შეწყვიტეთ მოწყობილობის გამოყენება და
გაესაუბრეთ სტომატოლოგს/ექიმს, თუ
გამოყენების შემდეგ ადგილი აქვს ზედმეტ
სისხლდენას ან თუ სისხლდენა 1 კვირის
განმავლობაში გამოყენების შემდეგ კვლავ
შეინიშნება, ასევე, დისკომფორტის ან ტკივილის
შეგრძნების შემთხვევაში.
- თუ გასულ 2 თვეში ორალური ან ღრძილების
ოპერაცია ჩაიტარეთ, ამ მოწყობილობის
გამოყენებამდე გაესაუბრეთ სტომატოლოგს.