784
ქართული ენა
ინტენსივობა
კბილის ელექტროჯაგრისს 3 სხვადასხვა
ინტენსივობის პარამეტრი აქვს:
- დაბალი ინტენსივობა (ერთი ზოლი)
- საშუალო ინტენსივობა (ორი ზოლი)
- მაღალი ინტენსივობა (სამი ზოლი)
როცა მიმაგრებული იქნება სახელურზე, ჯაგრისის
ჭკვიანი თავი ავტომატურად აირჩევს
რეკომენდებულ ინტენსივობას. თუ გსურთ სხვა
ინტენსივობაზე გადასვლა, ამის გაკეთება
შეგიძლიათ წმენდისას რეჟიმის/ინტენსივობის
ღილაკზე დაჭერით.
ინტენსივობის შეცვლა შეუძლებელია, როცა
სახელური გამორთული ან დაპაუზებულია.
BrushSync ტექნოლოგია
BrushSync-ის ტექნოლოგია საშუალებას აძლევს
კბილის ჯაგრისის თავაკს, რომ დაუკავშირდეს
სახელურს მიკროჩიპის გამოყენებით. ჯაგრისის
თავაკზე არსებული სიმბოლო მიუთითებს, რომ
ჯაგრისის თავაკი აღჭურვილია ამ ტექნოლოგიით.
BrushSync ტექნოლოგია საშუალებას იძლევა:
- ჯაგრისის თავის გამოცვლის შესახებ შეხსენება
- BrushSync-ის რეჟიმის დაწყვილება
Philips Sonicare გთავაზობთ BrushSync ტექნოლოგიის
მქონე Philips Sonicare-ის ჯაგრისის ჭკვიან თავების
ფართო სპექტრს. ჯაგრისის თავების მთელი ჩვენი
სამოდელო ხაზის გასაცნობად და თქვენთვის
საუკეთესო ჯაგრისის თავის საპოვნელად გადადით
ბმულზე www.philips.com/toothbrush-heads
დამატებითი ინფორმაციისთვის.
ფუნქციები
- ზეწოლის შეფასების სენსორი
- BrushPacer
- SmartTimer
- ჯაგრისის თავის რეჟიმის დაწყვილება
- Easy Start
- ჯაგრისის თავის გამოცვლის შესახებ შეხსენება