787
ქართული ენა
2
დროთა განმავლობაში, გამოყენებისას ზეწოლისა
და ჯაგრისის თავის გამოყენების საერთო დროის
მიხედვით, სახელური აკონტროლებს ჯაგრისის
თავის ცვეთას და განსაზღვრავს ჯაგრისის თავის
ცვლილების ოპტიმალურ დროს. ეს ფუნქცია
გაძლევთ კბილების საუკეთესო მოვლისა და
წმენდის გარანტიას.
3
როდესაც ჯაგრისის თავის გამოცვლის შეხსენების
ინდიკატორი ანათებს ქარვისფრად, თქვენ უნდა
შეცვალოთ ჯაგრისის თავი.
ჯაგრისის ყველა ჭკვიან თავს გააქტიურებული აქვს
ჯაგრისის თავის გამოცვლის შესახებ შეხსენების
ფუნქცია. ჯაგრისის თავის გამოცვლის შესახებ
შეხსენების დეაქტივაციისთვის იხილეთ
„ფუნქციების აქტივაცია ან დეაქტივაცია“.
ფუნქციების აქტივაცია ან დეაქტივაცია
თქვენ შეგიძლიათ კბილის ჯაგრისის შემდეგი
ფუნქციების აქტივაცია ან დეაქტივაცია:
- EasyStart
- ჯაგრისის თავის გამოცვლის შესახებ შეხსენება
- ზეწოლის შეფასების სენსორი
შენიშვნა: ჯაგრისის თავის გამოცვლის შესახებ
შეხსენების აქტივაცია ან დეაქტივაცია
შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ჯაგრისის
ჭკვიანი თავი სახელურზეა.